რა ხდებოდა შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს – ვრცელდება იაკობ ბრეგვაძის გადაღებული ფოტოები

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შაქარაშვილის ბუნდოვანი გარდაცვალების საქმეზე ახალი ფოტოები ვრცელდება. ფოტოები იმ ღამითაა გადაღებული, როდესაც ფეხბურთელი გაუჩინარდა.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს, თუ რა ხდებოდა იმ ღამით, როდესაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი უკვე დაკარგული იყო.

ჟურნალისტმა საქმეში აღმოაჩინა ინფორმაცია, რომ დაბადების დღიდან სხვადასხვა მანქანით წამოსული იუბილარი ანა გაბეჩავა და მარიამ ხატისკაცი თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს, შემდეგ ანა გაბეჩავა გადაჯდა იმ მანქანაში, სადაც მარიამ ხატისკაცი სხვა ახალგაზრდებთან ერთად იჯდა, მათ შორის იყო იუბილარის ნათესავი ვაჟა, ასევე გიორგი ფოცხვერაშვილი და კიდევ ერთი, მარიამ ხატისკაცისთვის უცნობი ბიჭი. ყველანი წავიდნენ თემქაზე, ანა გაბეჩავას ნათესავის ბინაში, სადაც ჩანს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც, რომელიც ფოტოებს უღებს იქ მყოფ ახალგაზრდებს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„შესაძლოა 20 წლით დაგიჭირონ...“ – რას წერდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მეგობარ გოგოს

ჟურნალისტის თქმით, ფოტოების გამოკვლევით დაადგინეს, რომ იაკობ ბრეგვაძეს ამ მომენტისთვის უკვე გადახდა ის ისტორია მცხეთის ხიდთან, რომლის შემდეგ ფოტოგრაფი პოლიციამ წამოიყვანა თბილისში. საბოლოოდ კი ის აღმოჩნდა თემქაზე. ფოტოებიც იაკობ ბრეგვაძის აპარატიდანაა.

„რატომ არაფერს უფრო მეტს არ ამბობს ამ დეტალებზე გამოძიება? რატომ არსად ჩანს ზოგიერთის ჩვენებაში, რომ იაკობ ბრეგვაძე დილამდე იმყოფება თემქაზე? სად ჩამოსვა პოლიციამ ბრეგვაძე – თვითონ ამბობს, დიღომშიო. გამოვემშვიდობე და მერე სახლში წავედიო. ასევე დავდე ერთ-ერთის – თემქის ბინის მასპინძლის ჩვენება, რაც ადასტურებს, რომ თემქაზე ყოფნის დროს მათ იციან იაკობისგან მერსედესისა და ტოიოტას ჩხუბის ეპიზოდების შესახებ“, – წერს ჟურნალისტი.

მცხეთის ბლოკპოსტი - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის დაღუპვის საქმე: პოლიციამ ტრაგიკული წვეულების მასპინძელი გოგონა გამოკითხა

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0