„შესაძლოა 20 წლით დაგიჭირონ...“ – რას წერდა შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მეგობარ გოგოს

© photo: Giorgi Shakarashvili / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი მტკიცებულება – მიმოწერა გამოჩნდა, სადაც ერთ-ერთი დაკავებული მეგობარ გოგოს საბედისწერო ღამის შესახებ უყვება.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის და მისი მეგობარი გოგონას მიმოწერას ტელეკომპანია „TV პირველი“ ასაჯაროებს, სადაც შაქარაშვილის გაუჩინარებაზეა საუბარი.

watsapp-ის მიმოწერაში, რომელიც წაშლის მერეა აღდგენილი, თენგო ბარბაქაძე მეგობარს წერს, რომ დაბადების დღეზე იჩხუბეს და ერთ-ერთი მათგანი დაიკარგა. ბარბაქაძე გოგონას ეუბნება იმასაც, რომ დაკითხვაზე იმყოფებოდა, ჩამოართვეს ტელეფონიც. გოგონა, თავის მხრივ, ეუბნება, რომ არსებობს საფრთხე, რომ ის დაიჭირონ და 20 წელიც კი მიუსაჯონ.

22 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„გიორგის დედა ცუდად გახდა...“ – შაქარაშვილის ბიძა ოჯახის რეაქციაზე საუბრობს

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
უმძიმესი კადრები – ვრცელდება გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ფოტოები

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა მდინარეში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0