საზღვრების გახსნა: ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასთან მოლაპარაკებები დასრულდა

გამოწერა
რომელი ქვეყნების მოქალაქეებისთვის გახსნის საქართველო თავის საზღვრებს უახლოეს პერიოდში, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუმცა ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა საქართველოდან ვიზიტორები მიიღოს.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობამ მოლაპარაკებები დაასრულა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან, რომლებთანაც საზღვრები ორმხრივი წესით ყოველგვარი პირობების გარეშე გაიხსნება, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 უსაფრთხო ქვეყნის ნუსხაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის, საქართველოს ხელისუფლება აქტიურ ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამდენიმე ქვეყანასთან უკვე მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება საზღვრების ორმხრივი უპირობო გახსნის თაობაზე.

უცხოელი ტურისტები - Sputnik საქართველო
როგორ მოემსახურებიან ტურისტებს საქართველოში: ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ევროპასა და მსოფლიოში არსებული ეპიდემიური ვითარება განიხილეს. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა სწორედ ეპიდემიური სიტუაციის გათვალისწინებით იკავებს თავს სხვა, მათ შორის, ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრების გახსნისგან. ზოგიერთმა ქვეყანამ 14-დღიანი კარანტინი დააწესა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქემ თავისი ხარჯით უნდა გაიაროს.

პირბადე და დეკლარაცია: რა უნდა ვიცოდეთ ნიდერლანდებში მოგზაურობისას>>

საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და ფრთხილ ნაბიჯებს დგამს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც უცხოელების საქართველოში შემოსვლის, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის პირობები.

ესტონეთის დროშა - Sputnik საქართველო
ესტონეთი საზღვრებს ხსნის – რა პირობები უნდა დააკმაყოფილონ საქართველოს მოქალაქეებმა

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს, 11:00 საათზე ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

საქართველოს საზღვრები გაუხსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ.

ავსტრია შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, 30 სექტემბერს მოხსნის.

საქართველომ კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის თავისი ცა 1 ივლისიდან გახსნა, თუმცა რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო.

ყველა ახალი ამბავი
0