სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციების გაცემა გრძელდება

© photo: Sputnikმამაკაცები ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ
მამაკაცები ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველი 188 363 თვითდასაქმებული პირი დარეგისტრირდა.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კომპენსაცია სახელმწიფოსგან უკვე 244 956 ადამიანმა მიიღო, ნათქვამია დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს განცხადებაში.

7 ივლისის მონაცემებით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე დარეგისტრირდა 300-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველი 188 363 თვითდასაქმებული პირი. აქედან 115719-მა 300-ლარიანი კომპენსაცია უკვე მიიღო. სულ გადარიცხულია 34,7 მლნ ლარი.

დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
მოსახლეობას კომუნალური მომსახურებისთვის ზედმეტად გადახდილი თანხები აუნაზღაურდა

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, 200 ლარის ოდენობით კომპენსაციის მიღება დაიწყო 129 237 პირმა. გადარიცხული თანხა შეადგენს 25,8 მლნ ლარს. მიმდინარეობს თანხების ეტაპობრივად ჩარიცხვა.

ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 12 482 პირი, რომლებიც თვითდასაქმებული იყვნენ ვაჭრობის სფეროში. აქედან ბაზრობის მოვაჭრე იყო 9 730 პირი, ხოლო 2 752 – სხვა ტიპის მოვაჭრე. ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარის ოდენობის კომპენსაცია გადაერიცხა 6 904 ბაზრობის მოვაჭრე პირს და სხვა ტიპის მოვაჭრე 1 727 პირს.

რაც შეეხება მძღოლებს, სულ დარეგისტრირდა 15 904 პირი, აქედან ლიცენზირებული ტაქსის მძღოლი იყო 10 660 პირი. 300 ლარის ოდენობით კომპენსაცია დაერიცხა 13 192 პირს, მათ შორის 9 632 ტაქსის მძღოლს.

თბილისური პარკი - Sputnik საქართველო
ვინ მოასწრო და ვინ არა: კომპენსაციის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დასრულდა

პორტალის ეკონომიკური საქმიანობის ტიპების ჩამონათვალშია ასევე: ძიძა/მომვლელი, რეპეტიტორი/პედაგოგი, დამხმარე პერსონალი: რესტორნის დამხმარე, სასტუმროს დამხმარე, მცხობელი, სილამაზის სალონის პერსონალი, ტუროპერატორი/გიდი, მუშა, ხელოსანი, მშენებლობის სპეციალისტი და სხვ.

გრძელდება კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული პირების განაცხადების მიღება და დამუშავება. ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე https://compensation.moh.gov.ge/ 29 ივნისიდან დაწყებულია საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაციის პროცესი. სახელმწიფოსგან ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას ისინიც მიიღებენ.

რეგისტრაციის პროცესი 15 ივლისს დასრულდება.

ქალაქის ქუჩები - Sputnik საქართველო
უცხოეთში სეზონურად დასაქმებულები მთავრობისგან დახმარებას მიიღებენ: ვის რამდენი ერგება

ფინანსური დახმარების მისაღებად ამ დასაქმებულებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ, არანაირი დოკუმენტის წარდგენა სჭირდებათ გარდა ინფორმაციისა საზღვრის გადაკვეთის შესახებ.

რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ პირებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ 2019 წლის მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში და საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ 30-დან 120 დღემდე. 

კომპენსაცია ადამიანების კიდევ ერთ კატეგორიას ეკუთვნის, ვისი სამუშაოც საზღვრის რეგულარულ გადაკვეთას უკავშირდება. კომპენსაცია ეკუთვნის ადამიანს, თუ 2019 წლის განმავლობაში მან 60-ჯერ ან მეტჯერ გადაკვეთა საზღვარი. ასეთ პირებს არ სჭირდებათ რამე სახის დოკუმენტების წარდგენა გარდა პასპორტის გვერდის ასლისა.

ყველა ახალი ამბავი
0