თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველომ კონსალტინგური კომპანიის Arton Capital პასპორტების ინდექსში თავისი პოზიციები გააუმჯობესა.
საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა გაორმაგდა>>
შვეიცარიული კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა მსოფლიოს 57 ქვეყანაში, ხოლო 35 ქვეყანაში ვიზის მიღება იქ ჩასვლის დროს შეუძლიათ. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების მობილურობის ინდექსი 92 ქულას შეადგენს და ქვეყანამ ინდივიდუალურ რეიტინგში 47-ე ადგილი დაიკავა.
რეიტინგში ლიდერობენ იაპონია და ახალი ზელანდია, ხოლო ტრადიციულად ძლიერმა ამერიკულმა პასპორტმა 52-ე პოზიცია დაიკავა. პორტალის მონაცემებით, პანდემიის პირობებში ყველაზე მეტი შეზღუდვები ამოქმედდა სინგაპურის, აშშ-ისა და ჩილეს მოქალაქეების მიმართ.
საქართველო, კორონავირუსის გავრცელების დაბალი დონის გათვალისწინებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებისთვის ევროკავშირმა 1 ივლისიდან თავისი საზღვრები გახსნა.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რეიტინგში რუსეთს უკავია 59-ე, აზერბაიჯანს 123-ე, ხოლო სომხეთს – 135-ე ადგილი.
თუ საზღვარგარეთის პასპორტი დაკარგეთ - საქართველოში ახალი წესები ამოქმედდა>>
კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.