თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
პირველი არხის ინფორმაციით, ქვემო მაჩხაანიდან ბოდბისხევის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი ელექტროგადამცემი ხაზის ბოძს შეეჯახა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ ორი წნორში „არქიმედეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. დაშავებულებს სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.