7 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / Peggy_Marcoსაჰაერო ბურთები ცაში
საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 7 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

© Sputnik / Maria Tsimintiaკირჩხიბი
7 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კირჩხიბი

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

7 ივლისს დაბადებულები

7 ივლისს დაბადებულებს რთული ბედი ელოდებათ. მათ ცხოვრების განმავლობაში ექნებათ როგორც აღმაფრენები, ისე ვარდნები, ცალკეულ ადამიანებთან კონფრონტაციები. მათ გარშემო ხშირად იტრიალებენ არაკეთილმოსურნეები, რომლებიც შურის გამო მათთვის ზიანის მიყენებას ცდილობენ. მიუხედავად სირთულეებისა, მათი ფინანსური მხარე სტაბილურია. პირადი ცხოვრება წარმატებით იშვიათად ეწყობათ. მათ მხარდასაჭერად მხოლოდ ახლობელი ადამიანები იქნებიან მზად.

7 ივლისს დაბადებულები პირდაპირი და გულწრფელი ადამიანები არიან, რომლებიც მიჩვეული არიან თავიანთი სანუკვარი ფიქრების, გრძნობებისა და ფანტაზიების გაზიარებას გარშემომყოფებისთვის და მათგანაც ასეთივე ნდობით აღვსილ დამოკიდებულებას ელოდებიან. ისინი ადვილად უშვებენ საკუთარ ცხოვრებაში ადამიანებს, განეკუთვნებიან ექსტრავერტების ჯგუფს.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

არიან იმპულსურები და ხანდახან არაპროგნოზირებადი. საზოგადოებაში მათ სხვადასხვა რეაქცია შეიძლება გამოიწვიონ, მაგრამ გულგრილს არავის ტოვებს მათი ცოცხალი წარმოსახვა, შთაგონება, უჩვეულოდ მდიდარი და განვითარებული ფსიქიკა. ამ დღეს დაბადებულთა ცხოვრებისეულ პოზიციას მთლიანად განსაზღვრავს ქვეცნობიერი დებულებები. ისინი ადვილად იგებენ ადამიანთა საქციელს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ ვითარებაში; ხშირად ზედმეტ ინტერესს იჩენენ ვინმეს საქმეების მიმართ, რაც გარშემომყოფებს ძალიან არ მოსწონთ. ეს ადამიანები ძალზე გულღია არიან თავიანთ იდეებში, აზრებსა და გრძნობებში სხვების მიმართ, მაგრამ ძალზე გულდახურული პირად საკითხებში.

„დრამის დედოფლები" - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც შექსპირისეული სცენის გათამაშება უყვართ>>

7 ივლისს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, უჭირთ ოჯახური ურთიერთობების აწყობა. ისინი მოითხოვენ მუდმივ ყურადღებას, სიყვარულის ახსნასა და მათი არაორდინარული ქცევების გაგებას. მათ ხშირად მიიჩნევენ არასაიმედო პარტნიორებად, ფანტაზიორებად და მეოცნებეებად. პირად ცხოვრებაში მუდმივად ჩარევის გამო მათთან კონფლიქტი საკუთარ შვილებსაც ხშირად მოსდით. ხანდახან ოჯახში ტირანებად და დესპოტებად ყალიბდებიან, თუმცა, თვითონ დარწმუნებული არიან, რომ მხოლოდ კაცთმოყვარეობა და ჰუმანიზმი ამოძრავებთ. მათი გზიდან აცდენა და მიზანზე უარის თქმის იძულება შესაძლებელია მათ მიმართ კრიტიკის გამოყენებით. თუ კრიტიკა უსამართლოა, ამ დღეს დაბადებულები მრისხანედ აპროტესტებენ და სკანდალს აწყობენ, ასევე შეუძლიათ თავის თავში ჩაიკეტონ და გარშემომყოფებს ზურგი აქციონ. რაც შეეხება სამსახურებრივ სფეროს, არიან კარგი შემსრულებლები ან მეწარმეები სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით - ვაჭრობის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო

ჯანმრთელობა

7 ივლისს დაბადებულები სუსტი არიან სტრესული და ნერვული დაძაბულობების მიმართ ნერვული სისტემის მგრძნობიარობიდან გამომდინარე, მათ მეტი დრო უნდა დაუთმონ დასვენებას. სრულ რელაქსაციასა და წონასწორობას მხოლოდ თავიანთ მყუდრო საცხოვრებელსა და ოჯახურ წრეში აღწევენ. მათი ფიზიკური ჯანმრთელობა ბევრად არის დამოკიდებული სულიერ ჯანმრთელობაზე, ამიტომ მათთვის სპორტი და ვარჯიში პირველ ადგილზე არ დგას. მათთვის განტვირთვისა და სულიერი ტკბობის ერთ-ერთი საშუალებაა სხვადასხვა კერძის მომზადებასა და დეგუსტაციაში მონაწილეობა.

რჩევა:

იყავით უფრო დიპლომატიური და თავშეკავებული. ნუ ჩაერევით სხვის ცხოვრებაში, თუ მათ ამის სურვილი არა აქვთ. ისწავლეთ ადამიანის გაგება. არ შეჩერდეთ, როდესაც გაგაკრიტიკებენ, ან რთული დრო დაგიდგებათ. იყავით ძლიერი.

ყველა ახალი ამბავი
0