თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებიც წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, 24 ბრალდებული და მსჯავრდებულია, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
გამოცდებზე ბრალდებული და მსჯავრდებული აბიტურიენტების მიყვანას სპეციალურ პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ბრალდებულების/მსჯავრდებულების ეროვნულ გამოცდებში შეუფერხებლად მონაწილეობას უზრუნველყოფს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.