ვისაც საქართველოში დაბრუნება სურს! მთავრობამ ახალი სპეცრეისები დანიშნა

© Government of Georgiaმთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ივლისში თანამემამულეები სამშობლოში ვარშავიდან, ბარსელონიდან, რომიდან, პარიზიდან და ათენიდან ჩარტერული რეისებით დაბრუნდებიან.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. მიმდინარე თვეში თანამემამულეები ევროპიდან სამშობლოში ხუთი სპეცრეისით დაბრუნდებიან.

როგორც ბრიფინგზე მთავრობის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, სპეცრეისები დაგეგმილია შემდეგი მიმართულებებით: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი.

ფრენებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air.

„სამშობლოში დაბრუნებული თანამემამულეები კვლავინდებურად 14-დღიან კარანტინს გაივლიან“, – აღნიშნა ჩიქოვანმა. 

 AirZena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
ჩარტერული რეისები: ამსტერდამიდან თბილისში თანამემამულეები დაბრუნდებიან

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 13 256 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 21 521 ადამიანს აღმოუჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0