Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

საქართველომ ყაზახეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰუმანიტარული დახმარების ფარგლებში საქართველომ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ახალი აპარატები გაგზავნა.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. საქართველომ ყაზახეთს ჰუმანიტარული დახმარების სახით ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათი ახალი აპარატი გაუგზავნა, იუწყება „Sputnik-ყაზახეთი" ქვეყნის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.

ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათი ახალი აპარატი თბილისიდან ალმათში 6 ივლისს, დილით ჩავიდა.

სომხეთს ქართველმა სომხებმა ხელივნური სუნთქვის 27 აპარატი გადასცეს - Sputnik საქართველო
„პაციენტები სუნთქავენ“ – სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საქართველოს მადლობას უხდის

„ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ათი ახალი აპარატი ნურ-სულთანის სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება", – განაცხადეს ყაზახეთის საგარეო უწყებაში.

უწყებამ „საქართველოს მეგობარ ხალხს, მათ შორის, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის" ხელმძღვანელს დავით ბეჟუაშვილს კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში გაწეული მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.

უფრო ადრე ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრმა ალექსეი ცოიმ განაცხადა, რომ რესპუბლიკაში ფუნქციონირებს ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 3 294 აპარატი, ბოლო თვეში შეიძინეს 978 აპარატი და დამატებით კიდევ დაახლოებით ათასის ყიდვას აპირებენ.

ბოლო მონაცემებით, ყაზახეთში კორონავირუსის 48 574 შემთხვევა გამოვლინდა.

ყველა ახალი ამბავი
0