მსუბუქ ავტომობილში დაყენებულმა რეგისტრატორმა დააფიქსირა, როგორ შექმნა ტრაილერის მძღოლმა ავარიული სიტუაცია მოძრაობის წესების აბსოლუტური უგულებელყოფით.
კადრებზე ჩანს, როგორ გადადის წითელი ფერის სატვირთო შემხვედრ ზოლზე და როგორ მოძრაობს ის დიდი სიჩქარით ისე, რომ ადგილს საერთოდ არ უტოვებს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას. რომ არა სრულიად შემთხვევითი გამართლება და მსუბუქი ავტომობილის მძღოლის სიმარჯვე, რომელმაც გვერდზე გადასვლა მოასწრო, საშინელი შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა.
ვიდეოში ჩანს, რომ მთის ძირში გამავალი გზის მარჯვენა მხარეს ბეტონის ჯებირებია ჩამწკრივებული. მძღოლის ბედად, სწორედ იმ ადგილზე, სადაც ავარია გარდაუვალი იყო, ჯებირები არ იდგა და მსუბუქმა ავტომობილმა გვერდზე გადახვევა შეძლო.