მესტიაში მეხანძრე-მაშველები ხანძარს ამ დრომდე ებრძვიან

© photo: Emergency Management Service / FBხანძრის ჩაქრობა სვაეთში
ხანძრის ჩაქრობა სვაეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამაშველო ძალის გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რთული რელიეფის გამო ვერ მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ცეცხლი წიწვოვან ხეებს გაუჩნდა.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშის თემის სოფელ იდლიანში, ლებურცხილას მთაზე ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

ხანძარი სავარაუდოდ მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს უშლის ძლიერი ქარი.

სამუშაოებში ჩართულია 20 მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამაშველო ძალის გამოყენება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც რთული რელიეფის გამო ვერ მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. ცეცხლი წიწვოვან ხეებს გაუჩნდა.

დაკვამლიანებაა სოფელ იდლიანში. ხანძრის სიახლოვეს დაახლოებით 11 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიაზე დაკვამლიანების გამო, ბავშვები სახლიდან გაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0