თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.
დილიდან სამძებრო სამუშაოებში ათი მაშველი და სამი მყვინთავი ჩაერთო. მობილიზებულია სპეცტექნიკა, დრონი და ექოლოტი, რომლითაც ხდება მდინარის ფსკერის სკანირება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინება ორშაბათს, დილით შევიდა.
ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.