Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შეიძლება დღესვე გავთხოვდე...“ – ლიზა ყენიას სკანდალური აღიარება

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამამი მომღერალი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. ლიზა ყენია თხოვდება? ნახეთ, რას წერს მომღერალი.

ლიზა ყენიას პირადი ცხოვრება საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ცოტა ხნის წინ აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ლიზა ყენია და რეპერი „ძვალი“, იგივე აჩი ვანიშვილი ერთად არიან, რადგან ეს უკანასკნელი ულამაზეს ქართველ მომღერალთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქტიურად აქვეყნებდა, კომენტარებში კი მეგობრები და ახლობლები წყვილს ულოცავდნენ და ბედნიერებას უსურვებდნენ.

View this post on Instagram

🤙

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. ერთი წლის წინ ლიზა ყენია და კალათბურთელი გიორგი ბრაგვაძე ერთმანეთს დაშორდნენ. ლიზა ხშირად დებდა შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს, ახლა კი მის „ინსტაგრამზე“ გიორგის ყველა ფოტო წაშლილია.

View this post on Instagram

@versace Sunglasses 🕶 @catznmeowz coat 🌿 @_elesi_ Swimwear 👙

A post shared by Elizabeth Frisky (@elizabethfrisky8) on

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ლეგენდარული „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

 

ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიში“ თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა. კითხვაზე, როდის აპირებს დაოჯახებას მომღერალი, ლიზამ აღნიშნა, რომ თუ ნამდვილ სიყვარულს იპოვის, მზადაა „დღესვე გათხოვდეს“.

ყველა ახალი ამბავი
0