გახარია: სამწუხაროდ, ზოგიერთები ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყენებენ

© photo: Government of Georgia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 17-ვე პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
„გოგოს, რომელიც უყვარდა ჩიქოვანს, უყვარდა შაქარაშვილი“– ახალი სკანდალი ფეხბურთელის საქმეში

მთავრობის მეთაურის განცხადებით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ზოგიერთი ძალა ადამიანის ტრაგედიას პოლიტიკური კონიუნქტურისთვის იყენებს, ამიტომაც შესაბამისმა უწყებებმა საზოგადოებაში არსებულ კითხვებს პასუხები უსწრაფესად უნდა გასცენ.

„ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. შესაბამისად, უახლოეს საათებში და დღეებში საზოგადოების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და, დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 ახალგაზრდიდან სამი ძალადობის, ოთხი – ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ერთი – ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ოთხი – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ხუთი კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებითაა დაკავებული.  

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს: რა მოხდა 19 ივნისის ღამეს

17-ვე პირს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რადგან ბრალდებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან პირველი კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება" გამოიძახა.

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი საქმის გარჩევის ადგილს მოსცილდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. 

19 წლის ფეხბურთელს 70-მდე მაშველი და მყვინთავი ოთხი დღის განმავლობაში ეძებდა. 23 ივნისს შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0