თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი მშობლებს, რომლებსაც შვილები ზღვაზე დასასვენებლად ვერ მიჰყავთ, სოციალურ ქსელში რჩევას აძლევს.
მისი თქმით, ძალიან კარგი იდეაა ამ დროს კახეთში ოთახების, ან მთლიანად სახლის ქირაობა და ზაფხულის ამ ტურისტული ობიექტებით და ტბებით დახუნძლულ მხარეში გატარება.
„კვირის დღეებში იმუშავებთ ვენახებში, მწვანე სამუშაო ერთი ცვლა 35 ლარი, დილა-საღამოს მუშაობა კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება, კვებითურთ. ცოლ-ქმარი მშვენიერ თანხასაც დააგროვებდა, ბავშვებსაც დაასვენებდა და შაბათ-კვირას ექსკურსიებზეც ივლიდნენ! კახელმა მეგობარმა მითხრა, სამეგრელოდან ჩამოდიან სამუშაოდო და ამიტომ გადმოვაწყვე თბილისზეც“, – წერს გიორგობიანი.
სამოქალაქო აქტივისტის ინფორმაციით, უცხოელი ტურისტები მწვანე სამუშაოში იხდიდნენ 30 ევროს, რადგან კახეთში მუშახელი ჭირს.
მთელ მსოფლიოში და, მათ შორის, საქართველოში კორონავირუსის პანდემიამ უამრავი ადამიანი დატოვა სამსახურის და შემოსავლის გარეშე.