„დავიღალეთ თბილისში!“ – საქართველოში თვითიზოლაციის შემდეგ ზღვაზე ისვენებენ

გამოწერა
თითქმის სამი თვის განმავლობაში თვითიზოლაციაში ყოფნის შემდეგ მოსახლეობას დასვენების უფლება მიეცა, თუმცა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, როგორ ივსება ბათუმი ტურისტებით.

თბილისი-ბათუმის მატარებელზე პირველ დღეს ყველა ბილეთი გაიყიდა. ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ ზღვაზე წასვლის სურვილი ბევრს გაუჩნდა. თუმცა, ბათუმის ქუჩებში ხალხმრავლობა მაინც არ იგრძნობა – ამაზე უცხოელი ტურისტების არყოფნამ იმოქმედა.

დამსვენებლებს კორონავირუსის არ ეშინიათ, პირბადეებს ისინი იკეთებენ მხოლოდ იქ, სადაც აუცილებელია – რათა არ დაჯარიმდნენ. ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, თავის მხრივ, საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ – შესაძლოა ეპიდემიის მეორე ტალღა დაიწყოს.

ყველა ახალი ამბავი
0