3 ივლისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 3 ივლისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს თავიანთი ზოგადი საერთო თვისებები აქვთ, მაგრამ თითოეულ დღეს დაბადებულები კიდევ განსხვავებული მახასიათებლებით გამოირჩევიან.

2-11 ივლისი

2-11 ივლისის პერიოდი კირჩხიბის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მერკური მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს რთულ ხასიათსა და მოუთმენლობას ანიჭებს. მათი ძლიერი მხარეა ფინანსები.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 25, 30, 35, 40, 45, 50, 55, 60, 75.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
კირჩხიბი: იდუმალი, ემოციური, რთული – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დუმფარა.

ამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ მკაფიო მიზანი, კარგი ინტუიცია, რაც ეხმარება უსიამოვნებების თავიდან არიდებასა და წარმატებების მიღწევაში. ამ პერიოდში დაბადებულების მთავარი ამოცანაა საკუთარი ძალებისა და უნარების რწმენა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართება და ახალი ჰორიზონტები გაიხსნება.

3 ივლისს დაბადებულები

3 ივლისს მგრძნობიარე, მგზნებარე, წინააღმდეგობებით სავსე ადამიანები იბადებიან. ახასიათებთ არასტანდარტული ქცევა, რის გამოც მათი ცხოვრება ხანდახან ძალიან მძიმდება. არიან ძალიან ჭკვიანი და ჰიპერაქტიური ადამიანები. თუ თავიანთ პოტენციალს სასიკეთოდ გამოიყენებენ, მათი ცხოვრება ბედნიერი იქნება.

ეგვიპტური ჰოროსკოპი – დაინახეთ თქვენი თავი განსხვავებულად>>

ამ დღეს დაბადებულები ხშირად იბრძვიან თავიანთი უფლებების დასაცავად. ბევრი მათში ცინიკოს ადამიანს ხედავს, მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, ეს მხოლოდ ნიღაბია. სინამდვილეში, ისინი ძალზე კეთილი და დადებითი პიროვნებები არიან და ამ ნიღბის უკან მგრძნობიარე ადამიანები იმალებიან. ეს ადამიანები ხშირად თავდაცვით მდგომარეობაში იმყოფებიან. ისინი თავიანთ გარშემო კედელს აშენებენ და მოვლენებს იქიდან დიდი ცნობისმოყვარობით აკვირდებიან, თან, არცთუ იშვიათად, რიგ პიკანტურ შენიშვნებსაც იძლევიან. ამ დღეს დაბადებულებს აინტერესებთ არასტანდარტული, არაორდინალური პიროვნებები. მათი არასტანდარტული აზრების, საქციელის, სამყაროს განცალკევებულად აღქმის გამო მათ შეიძლება ფილოსოფოსები ვუწოდოთ.

ხედი ჰორიზონტზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

3 ივლისს დაბადებულებს უყვართ იუმორი. ახლობლები ხედავენ მათ მხიარულ ხასიათს, მაგრამ ცდიილობენ, ეს არ აჩვენონ და მათ მიმართ სერიოზული დამოკიდებულება შეინარჩუნონ. ზოგიერთი ამას ძალიან მტკივნეულად აღიქვამს, რადგან ეს ადამიანები საჭიროებენ ახლობლების მხარდაჭერასა და გაგებას. ისინი ეძებენ ისეთ პარტნიორს, რომელთანაც შეძლებენ გახსნას, რომელიც მათ გაუგებს. ხანდახან ამას წლები სჭირდება. ამ დღეს დაბადებულებს ძალიან უყვართ ადამიანებზე დაკვირვება, მათი ხასიათის შესწავლა. ხანდახან ვერ ისვენებენ და მათ გრძნობებში იჭრებიან, რაც გარშემომყოფებში უკმაყოფილებას იწვევს.

ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

არიან ძალზე ცნობისმოყვარენი. ამას კი ხანდახან მათთვის ბევრი უსიამოვნება და პრობლემა მოაქვს. რაც შეეხება პროფესიას, მათთვის ყველა გზა გახსნილია, რადგან უამრავი რამ (თუ ყველაფერი არა) აინტერესებთ. ისინი მუდამ ეძებენ თავგადასავლებს. სამუშაოზე დაღლილობას არასდროს გრძნობენ. წლებთან ერთად წუნიები და მეწვრილმანეები ხდებიან.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

3 ივლისს დაბადებულები უნდა შეებრძოლონ თვითიზოლაციისკენ სწრაფვას. ყურადღება უნდა მიაქციონ პროფესიებს, სადაც შესაძლებელია ნატურის გამომჟღავნება. მათთვის საუკეთესო წამალია ახლობლების გაგება და სიყვარული. მათ წაადგებათ სუფთა ჰაერზე სეირნობა, ცურვა, ხელბურთი, ფეხბურთი და სხვა – გუნდური თამაშები.

რჩევა:
მეტი ინტერესი გამოამჟღავნეთ საზოგადოებრივი საქმიანობისადმი. ხანდახან სრულებით არაა საჭირო ადამიანის სულში ჩაძრომა, უბრალო ურთიერთობაც საკმარისია. ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, თუ თქვენი მოქმედებები არ შეაფასეს. ნუ შეუშინდებით სრულფასოვან ცხოვრებას. 

ყველა ახალი ამბავი
0