ოპოზიცია: გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება

© Sputnik / Vladimir Umikashviliგიგი უგულავა
გიგი უგულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ხელს 19 პოლიტიკური პარტია აწერს, რომლებიც 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას მოითხოვენ.

თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და შეწყვიტოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, ნათქვამია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს გავრცელდა. 

გიორგი რურუა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია... რურუა ისევ პატიმრობაში დატოვეს

განცხადებას ხელს აწერს 19 პოლიტიკური პარტია, მათ შორის: „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, „ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“, „მოძრაობა ლელო საქართველოსთვის“ და სხვ.

„პოლიტიკური პარტიების, საქართველოს მოქალაქეების, აქტივისტების ძალისხმევითა და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა თავად მიეღო იმგვარი ცვლილებები, რაც არსებითად პროპორციული არჩევნების ჩატარებას შესაძლებელს ხდის“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც ოპოზიცია მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

ამასთან, ოპოზიცია აღნიშნავს, რომ „გიორგი რურუას გათავისუფლება პრინციპულ საკითხად რჩება ყველასთვის, ვისთვისაც საქართველოში კანონის უზენაესობა და შერჩევითი სამართლის დაუშვებლობა მნიშვნელოვანი საკითხია“.

განცხადებაში აღნიშნულია, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც სამოქალაქო მოძრაობამ, ისე ოპოზიციის პრინციპულობამ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლაში.

„ის, თუ როგორ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მაგალითია მომავალი თანამშრომლობისა და კონსოლიდაციისთვის, რაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსაყვანად. მიუხედავად ჩვენ შორის არსებული არსებითი განსხვავევებისა, სწორედ ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ მივუდგეთ მომავალ პოლიტიკურ პროცესს“, – ნათქვამია პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გერმანიის ელჩზე ოპოზიციის თავდასხმა: საგარეო უწყება მომხდარს გმობს

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ორშაბათს, 29 ივნისს მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ“, რომლებიც მოითხოვდნენ ოპოზიციური ტელეკომპანია „ მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებას, რომელიც გასული წლის ნოემბერში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

რურუას გათავისუფლების შესახებ შეთანხმება, ოპოზიციის განცხადებით, 8 მარტის მოლაპარაკებისას იქნა მიღწეული.

ამ დღეებში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ „გიორგი რურუა 8 მარტის შეთანხმებაში მოხსენიებული არ არის, ეს აბსოლუტურად ნათელია და ამის წაკითხვა ნებისმიერს შეუძლია“.

ელჩის განცხადებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ოპოზიციის მხრიდან ჰუბერტ კნირშის მისამართით გაკეთებული მკვეთრი განცხადებების გამო ხელისუფლებამ ელჩს ბოდიში რამდენჯერმე მოუხადა.

ყველა ახალი ამბავი
0