სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატებთან შეხვედრაზე საქართველოს წინასაარჩევნო გარემოზე იმსჯელა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები, რომლებმაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ორგანიზებაში შუამავლის როლი შეასრულეს

თბილისი, 1 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და დიპლომატების შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო გარემო იყო, იუწყება სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ფასილიტატორ ელჩებს პროცესში ჩართულობისათვის, რომელიც ორიენტირებული იყო ქვეყანაში სტაბილურობის გამყარებისკენ.

რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
„ნაციონალური მოძრაობა“ ტაქტიკას ცვლის და ბოიკოტს წყვეტს – რას გეგმავს ოპოზიცია

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ დემოკრატიის ტესტები უკვე ჩააბარა, მაგრამ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და ახლა უმთავრესი მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნების სამაგალითოდ ჩატარებაა.

„როგორც აქამდე, მე ვიქნები სტაბილურობის გარანტი. სტაბილურობისა და დეპოლარიზაციისათვის მშვიდი გარემოს უზრუნველსაყოფად მიუღებელია „ფეიკნიუსები“, დეზინფორმაცია, სიძულვილის ენა, ჩვენს პარტნიორებზე და სხვადასხვა ორგანიზაციებზე, მაგალითად, ლუგარის ცენტრზე თავდასხმები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო
გერმანიის ელჩზე ოპოზიციის თავდასხმა: საგარეო უწყება მომხდარს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი დიპლომატებს შეხვდა სკანდალის შემდეგ, რომელიც გერმანიის ელჩის მიმართ ოპოზიციის უტაქტო გამონათქვამებს მოჰყვა. ჰუბერტ ქნირშის მისამართით მწვავე და არაკორექტული გამონათქვამების გამო მმართველი პარტია, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდნენ, ბოდიში მოეხადათ.

რადიკალური ოპოზიციის კრიტიკა ჰუბერტ ქნირშმა გამოიწვია განცხადებით იმის შესახებ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეულ შეთანხმებაში, რაშიც დიდი როლი ითამაშა საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა, არ ფიგურირებდა პოლიტპატიმრების კონკრეტული სახელები და გვარები, მათ შორის, არც გიორგი რურუას სახელი, და ოპოზიციას მოუწოდა, მხარი დაეჭირათ არჩევნების სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის.

ელჩის განცხადებას ოპოზიციის წარმომადგენელთა მწვავე შენიშვნები მოჰყვა.

ყველა ახალი ამბავი
0