„გიოს უცნობ ნაწერებს ვნახულობ...“ – შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი სოციალურ ქსელში წერს

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი კვირა გავიდა, რაც 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ელოდება ექსპერტიზის პასუხს, თუ რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. 19 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის მეგობარი გიორგი მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას თანაგრძნობისთვის მადლობას უხდის.

მისი თქმით, უამრავი უცხო ადამიანი წერს და ამხნევებს მეგობრის გარდაცვალების გამო. 

„გიოს უცნობ ნაწერებს ვნახულობ. ვინც გიოს იცნობდა, იცის ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა და პატივისცემა ერთმანეთისადმი, ვუყურებ ყველას ნაწერებს. ახლიდან შემაყვარა თავი. არ ვიცი ამ გრძნობას რა ქვია, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი“, – წერს გიორგი მამუჩაშვილი.

23 ივნისს 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

18-19 ივნისის ღამით მომხდარ ფაქტებზე აღძრულ საქმეებზე 26 ივნისს 17 პირი დააკავეს. მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი – სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ბრალდებულთა შორის არიან ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები. მათგან რამდენიმე თავადაც დაზარალებულად ცნეს.  

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: სასამართლომ 17-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ადვოკატების ნაწილმა მათი დაცვის ქვეშ მყოფების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვა, ნაწილმა კი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ცენტრალურ მაგისტრალზე გაგრძელდა, სადაც საქმეში თბილისიდან ჩასული ახალი პირები ჩაერთვნენ, რადგან კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.

პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს: რა მოხდა 19 ივნისის ღამეს

მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი გარჩევის ადგილს გაერიდა და მდინარისკენ გაიქცა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ მაშველებმა და მყვინთავებმა იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო ცხედრის ექსპერტიზის შედეგები ცნობილი გახდება დაჩქარებული წესით.

ყველა ახალი ამბავი
0