შრომის კოდექსში მამის დეკრეტული შვებულების კომპონენტი შედის

© photo: Sputnikმიკროფონი
მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომლის ინიციატორიც დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია,  დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში განიხილავენ.
რა ცვლილებები შედის შრომის კოდექსში
„კანონპროექტი მოიცავს როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს, ასევე დეკრეტული შვებულების საკითხებს, სადაც მამის კომპონენტი შემოდის. არის სამუშაო დროის რეგულირება, სამუშაო ადგილებზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის თანამშრომლობის საკითხები, არის სტაჟირების მექანიზმები, ასევე არის აღსრულების მექანიზმები, სანქციები და შრომის ინსპექციის სამართლებრივი მექანიზმები, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს ქაღალდზე“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

ხვალ ცვლილებების პროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე პირველი მოსმენით უნდა გავიდეს. დიმიტრი ცქიტიშვილს იმედი აქვს, რომ მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0