თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. რუსეთს შესაძლოა რაღაც კომპრომატი ჰქონდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესახებ, განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ABC News-თან ინტერვიუში.
გადაცემის ვიდეოჩანაწერი ტელეარხის Twitter-აკაუნტზეა გამოქვეყნებული.
"Whether he is or not, his administration knows," Speaker Pelosi says as White House denies Trump was briefed.
— ABC News Politics (@ABCPolitics) June 28, 2020
“With him all roads lead to Putin ... I don’t know what the Russians have on the president politically, personally, financially or whatever." https://t.co/razlYEdPlO pic.twitter.com/SglLRFNLsr
ნენსი პელოსის თქმით, ამერიკის ლიდერი იგნორირებას უკეთებს ყველა ბრალდებას მოსკოვის მისამართით და ტრამპისთვის „ყველა გზა პუტინისკენ მიდის“.
„არ ვიცი რა აქვთ რუსებს მის შესახებ პოლიტიკური, პირადი თუ ფინანსური კუთხით, მაგრამ მას ყველაფრის იგნორირება სურს... ის საჩუქარია რუსეთისთვის ნატოში ჩვენი, როგორც ლიდერის როლის დასუსტებისა და ასევე გერმანიაში ჩვენი ჯარების რაოდენობის შემცირების მხრივ. ეს ყველაფერი საჩუქარია პუტინისთვის“, — განაცხადა ნენსი პელოსიმ.
სპიკერს მიაჩნია, რომ „ამაში რაღაც ძალიან არასწორია, მაგრამ ამას პასუხი უნდა ჰქონდეს“.
მანამდე გაზეთმა New York Times-მა ამერიკული დაზვერვიდან ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ რუსეთის დაზვერვა „თალიბანთან“ დაკავშირებულ ბოევიკებს ჯილდოს ჰპირდებოდა ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმების სანაცვლოდ, და რომ ამის შესახებ ტრამპს მოახსენეს.
ამასთან, გამოცემას ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
თეთრმა სახლმა გაზეთის პუბლიკაციას მცდარი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ის დაზვერვას პრეზიდენტ ტრამპისთვის მსგავსი არაფერი წარუდგენია. თავად პრეზიდენტმა კი ინფორმაცია „მორიგ დაკვეთად“ შეაფასა და განმარტა, რომ არც მისთვის, არც ვიცე-პრეზიდენტისა და არც თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელისთვის არავის არაფერი მოუხსენებია ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებზე „რუსების თავდასხმის“ შესახებ.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უწყებამ აღნიშნულ ინფორმაციას ფეიკი უწოდა. მოგვიანებით კი „თალიბანმაც“ უარყო ცნობა იმის თაობაზე, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვისგან ფულად სახსრებს იღებდა ავღანეთში თავდასხმების განსახორციელებლად.