Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 ათასს გადააჭარბა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 426 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 6), გამოჯანმრთელდა სულ 13 116 (+205)

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 24 645-მდე გაიზარდა, იუწყება Sputnik-სომხეთი.

გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 736 შემთხვევა გამოვლინდა.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში: ორივე ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოვიდა

საერთო ჯამში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით სომხეთში 426 ადამიანი გარდაიცვალა (გასულ დღე-ღამეში - 6). კორონავირუსის დიაგნოზის მქონე, თუმცა სხვა მიზეზებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობა 139-მდე გაიზარდა (გასულ დღე-ღამეში - 7).

კორონავირუსი 13116-მა პაციენტმა დაამარცხა (+205). მკურნალობის კურსს გადის 10 964 პაციენტი (+519). ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად სულ ჩატარდა 109073 თესტი (+2065).

სომხეთში 16 მარტიდან 13 ივლისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს. აკრძალულია მიტინგები და თავყრილობები. პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0