კორუფცია თუ დევნა: სომხეთის ყოფილი დეპუტატი მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს

© photo: Sputnik / Andranik Ghazaryanპირველი ინსტანციის სასამართლოს ფოიე
პირველი ინსტანციის სასამართლოს ფოიე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-დეპუტატი პატიმრობაში ორი თვის განმავლობაში დარჩება. აბრაჰამ მანუკიანის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. სომხეთის პარლამენტის დეპუტატი პარტიიდან „აყვავებული სომხეთის“ აბრაჰამ მანუკიანი საარჩევნო მოსყიდვების საქმეზე ორთვიან პატიმრობაში აღმოჩნდა, იუწყება Sputnik-სომხეთი ყოფილი დეპუტატის, გრანტ ანანიანის ადვოკატზე დაყრდნობით.

მარინა ეზუგბაია - Sputnik საქართველო
COVID-19-ის ახალი შემთხვევები საქართველოში: ორივე ინფიცირებული სომხეთიდან ჩამოვიდა

უფლებადამცველმა აღნიშნა, რომ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მანუკიანს წარუდგინეს ბრალდება შემდეგი მუხლით - „პირადად ან შუამავლის დახმარებით ქრთამის მიცემის ხელშეწყობა პარტიისა ან კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად“.

აღნიშნულ საქმეში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებს პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ ცარუკიანი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ცარუკიანის დაპატიმრებაზე უარი განაცხადა, თუმცა პარლამენტმა დეპუტატის ხელშეუხებლობა მოუხსნა. თავად ცარუკიანი საქმეს ფალსიფიცირებულს უწოდებს, ხოლო ყველა მიმდინარე სამართლებრივ პროცესს პოლიტიკურ დევნას.

ყველა ახალი ამბავი
0