თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ქართველმა მომღერალმა ლევან კბილაშვილმა ცნობილი რუსი მომღერალი ლუბოვ უსპენსკაია მოხიბლა - ამის შესახებ ის YouTube-შოუზე სახელწოდებით Алена, блин წამყვანს ალიონა ჟიგალოვას გამოუტყდა.
ქეთა თოფურიამ შეყვარებული ქართველ მეგობრებს გააცნო – ფოტოები >>
აპრილში 66 წლის ლუბოვ უსპენსკაიამ დაწერა თავის Instagram-ზე, რომ შეუყვარდა მამაკაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა, მაგრამ არ გაუმხელია, ვის მიუძღვნა თავისი პოსტი.
ახლა კი რუსული შანსონის ვარსკვლავმა აღიარა, რომ მოხიბლულია 29 წლის ქართველი მომღერლის ლევან კბილაშვილის ნიჭით, რომელსაც ინტერვიუში ოქროს ხმა უწოდა. კბილაშვილი იყო მუსიკალური ტელეშოუ „გოლოსის“ მეშვიდე სეზონის მონაწილე, სადაც ის შენიშნა უსპენსკაიამ.
„შემთხვევით ჩავრთე გუშინ ტელევიზორი და ეს მომღერალი პროექტ „გოლოსში“ დავინახე. მან ქართული სიმღერა იმღერა და ეს ისეთი მაგარი იყო. კოსტია მელაძე მობრუნდა მისკენ... დღეს მინდა აღმოვაჩინო ლევან კბილაშვილი - ვამზადებ სიმღერას, კლიპს ვაკეთებ. მინდა, რომ გამოვიდეს მომღერალი, ლამაზი, მაჩო, და ქვეყანა გააგიჟოს, როგორც თავის დროზე გამოვიდა სეროვი, იმღერა და ქვეყანაში ყველა ქალი ბღაოდა“, - ამბობს უსპენსკაია.
წამყვანი ალიონა ჟიგანოვა დაინტერესდა, უსპენსკაიას და კბილაშვილს მხოლოდ და მხოლოდ შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებს თუ...
„სიყვარული - ეს უზარმაზარი სიტყვაა. ამ ხმაზე შეყვარებული ვარ... როდესაც სცენაზე ნიჭიერი ადამიანების გვერდით ვდგავარ ან კლიპში მამაკაცთან ერთად მიღებენ, შეყვარებულობის მომენტი აუცილებელია. თუ შეყვარებული არ ხარ, ხალხი არ დაგიჯერებს. იმდენად აღმაგზნებს, როდესაც ის მღერის Я держу твои ладони осторожно…, რომ მინდა მასთან ვიყო. არ ვიცი, შეიძლება ეს სიყვარულია. დრო გვიჩვენებს. სიმართლე გითხრათ, ასეთ მამაკაცებზე უარს არ ვიტყოდი“, - აღიარა არტისტმა.