წარმოშობით ქართველი და რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავი ვალერი მელაძე 23 ივნისს 55 წლის გახდა. მისმა ცნობილმა მეუღლემ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მომღერალმა იუბილე საქართველოს დროშიანი ტორტით აღნიშნა.
ვალერი მელაძე წარმოშობით ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდანაა. 1995 წელს გამოვიდა მისი პირველი ალბომი „სერა“, რომელმაც მაშინვე დაიპყრო მსმენელთა გულები და შემსრულებელს დიდი პოპულარობა მოუტანა. მისი სიმღერების ტექსტების, მუსიკისა და არანჟირების ავტორი მისი ძმა კონსტანტინე მელაძეა.
View this post on Instagram
ვალერისთვის ჯგუფ „ვიაგრას“ ყოფილი სოლისტი ალბინა ჯანაბაევა მეორე ცოლია. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში უმალავდა საზოგადოებას თავის ურთიერთობას, თუმცა ახლა უკვე გულღიად საუბრობენ ამ რომანის ყველა დეტალზე.
View this post on InstagramВнезапно...... Как будем подписывать фото)? Ваши варианты😜? #пятница #настроение #семейныйархив
ალბინამ ვალერი მელაძეს ორი ვაჟი, კონსტანტინე და ლუკა აჩუქა. რაც შეეხება მელაძის უკვე ყოფილ ქორწინებას, ის ამაზე თავად საუბრობს. ყოფილი ცოლის, ირას მადლიერია და მადლობას უხდის, რომ შვილების თვალწინ სკანდალებს არასდროს აწყობდა და ბევრს ითმენდა.
მელაძე ამბობს, რომ აბსოლუტურად კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდებიან მისი შვილების დედები (ირინა მელაძე, მისი სამი ქალიშვილის დედა, და ალბინა ჯანაბაევა, ვაჟების დედა) ბაშვების აღზრდას. ერთადერთი, რაც ვალერის არ სიამოვნებს ის არის, რომ მისი უფროსი ქალიშვილები, უმცროს ძმებთან არ ურთიერთობენ.