გელათის მონასტერთან ინფრასტრუქტურა განახლდა: ვრცელდება დასრულებული სამუშაოს ვიდეო

© Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგელათის განახლებული ინფრასტრუქტურა
გელათის განახლებული ინფრასტრუქტურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულადაა ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

თბილისი, 26 ივნისი - Sputnik. გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

სამინისტროს ცნობით,  პროექტი ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებას და ქვეყნის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. 

ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდა. პირველ ეტაპზე მოეწყო გელათის მონასტერთან ვიზიტორთა ცენტრი, საპირფარეშო, ავტოსადგომი და წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელი. სამუშაოების მეორე ეტაპზე კი  რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზირებულ საყრდენ კედელს, მოეწყო მანიშნებლები, ბორდიურები, ღობე და ავტოსადგომისთვის გარე განათება, მოასფალტდა ტაძრამდე მისასვლელი 600-მეტრიანი გზა. 

მაჭახელას ეროვნული პარკი - Sputnik საქართველო
მაჭახელას ეროვნული პარკი ფინანსურ დახმარებას მიიღებს

უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა და სამუშაოების ღირებულებამ 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

გელათის მონასტერი ქუთაისიდან აღმოსავლეთით რამდენიმე კილომეტრშია, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში (1994).

მონასტერი დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. მონასტერში იმავე 1106 წლიდან ფუნქციონირებდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში სამოღვაწოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რომელთა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გელათის აკადემიას „ასუად ათინად“, „აღმოსავლეთის მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0