განსაზღვრეთ მკაცრად: ალუბლის დასაშვები დღიური ულუფა, აკრძალვები და მიღების წესები

© photo: Pixabay / RitaEალუბალი
ალუბალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნუტრიციოლოგის თქმით, ალუბლის რაოდენობა განსაკუთრებით უნდა გააკონტროლონ მათ, ვისაც ჭარბი კოლოგრამების დაკლება ან წონის შენარჩუნება სურთ

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ალუბლის დღიური ულუფა მკაცრად უნდა განისაზღვროს, ვინაიდან, მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა,  მას შეუძლია არასასურველი შედეგები გამოიწვიოს როგორც სხეულის აღნაგობის, ისე ჯანმრთელობის მხრივ, აცხადებს  ნუტრიციოლოგი, დიეტოლოგთა საზოგადოების წევრი ოლგა დეკერი. 

მარწყვი - Sputnik საქართველო
იკრძალება კატეგორიულად! ვისთვის არ შეიძლება მარწყვი

მისი თქმით, ალუბლის დღიური ულუფის დასადგენად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებაა აუცილებელი.

„ჯანმრთელ ადამიანებს ჯანმო ურჩევს, შეიტანონ ყოველდღიურ რაციონში 400–დან 800 გრამამდე ხილი, ბოსტნეული, კენკრა და მწვანილეული. სწორედ ამის გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ალუბლის დღიური ნორმა“, — განმარტავს დეკერი.

ნუტრიციოლოგის თქმით, აღნიშნული კენკრის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მათ, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს და ასევე მათ, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, ვინაიდან ალუბალი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს შეიცავს. 

ალუბალი - Sputnik საქართველო
ერთდროულად სასიამოვნო, გემრიელი და სასარგებლო - ალუბალი

დეკერის განმარტებით, ალუბლის ტკბილი ჯიშებზე სრული უარი უნდა თქვან დიაბეტით დაავადებულმა და ალერგიისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა. გარდა ამისა, ამ უკანასკნელებმა ზოგადად უნდა ამოიღონ რაციონიდან კაშკაშა შეფერილობის კენკრა.

ოლგა დეკერის თქმით, დიდი რაოდენობით ალუბალი ასევე იწვევს დიარეას. ეს არასასურველი ეფექტი ერთჯერადად 300–400 გრამი კენკრის მიღებიდან ჩნდება.

რაც შეეხება წონაში დაკლების მსურველებს, მათ უნდა ახსოვდეთ, რომ 100 გრამი ალუბალი დაახლოებით 50 კილოკალორიას უდრის. ამიტომ მას აუცილებლად უნდა დაემატოს ცილები და უჯრედისი. მაგალითად: სელისა და ჩიას თესლი, ხაჭო ან იოგურტი.

დიეტოლოგის თქმით, ასეთ შემთხვევაში, ალუბლის  ნახშირწყლები სისხლში შედარებით მცირე რაოდენობის გლუკოზას წარმოქმნის სწორედ ცილებისა და უჯრედისის წყალობით.

ხილი - Sputnik საქართველო
სეზონური ხილი: მარგებლიანობა და მიღების წესები

ოლგა დეკერი განმარტავს, რომ პატარა ბავშვები, გამომდინარე იქიდან, რომ მათი კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტაციული ფუნქცია ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ფრომირებული, ალუბალს რამდენიმე მარცვლიდან უნდა შევაჩვიოთ. ამით თავიდან ავიცდენთ არასასურველ გამონაყარს.

ნუტრიციოლოგის თქმით, საჭიროა გვახსოვდეს, რომ აღნიშნული გამონაყარი შესაძლოა მაინცდამაინც ალერგიაზე არ მიანიშნებდეს და ეს უბრალოდ ფერმენტებზე რეაქცია იყოს.

ამასთან, ალუბალი ბავშვებში იწვევს შებერილობას და გაზების დაგროვებას, რაც ასევე არ არის სასიამოვნო. ამიტომ ეს კენკრა ცილების შემცველი ძირითადი კერძის შემდეგ უნდა მიეცეთ ბავშვებს დესერტის სახით. ასეთ შემთხვევაში ალუბალი იქნება უსაფრთხო და ბალანსირებული — როგორც შაქრის, ისე უჯრედისის რაოდენობის მხრივ.

 

ყველა ახალი ამბავი
0