საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი: „საბურთალომ“ წააგო „დინამოსთან“

© photo: FC Dinamo Tbilisi / FBთბილისის „დინამო“
თბილისის „დინამო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
НовостиTelegram
მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, რომელიც მიეძღვნა კორონავირუსის პანდემიის ყველა მსხვერპლს, ასევე ფეხბურთის აკადემია „საბურთალოს“ 19 წლის აღსაზრდელს გიორგი შაქარაშვილს

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. COVID-19-ის გამო იძულებითი პაუზის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის პირველ მატჩში თბილისის „დინამომ“ ანგარიშით 3:0 „საბურთალოს“ მოუგო.

მატჩი დაიწყო წუთიერი დუმილით, რომელიც მიეძღვნა კორონავირუსის პანდემიის ყველა მსხვერპლს, ასევე ფეხბურთის აკადემია „საბურთალოს“ 19 წლის აღსაზრდელს გიორგი შაქარაშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაიღუპა. ორივე კლუბის ფეხბურთელები მატჩზე სამგლოვიარო სამკლაურებით გავიდნენ.

© FC Saburtalo / FB / GEORGE ARJEVANIDZEწუთიერი დუმილი. თბილისის „საბურთალო“ - თბილისის „დინამო“
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი: „საბურთალომ“ წააგო „დინამოსთან“ - Sputnik საქართველო
წუთიერი დუმილი. თბილისის „საბურთალო“ - თბილისის „დინამო“

რა თქმა უნდა, ჩემპიონატის გახსნის მატჩზე აკლდა მაყურებელი, რომლის რიცხვი ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში გაცილებით მეტი იქნებოდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შესაბამისი სტრუქტურების ყველა რეკომენდაციას ასრულებს და ამ ეტაპზე, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ეროვნული პირველობის ყველა მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

თბილისის დინამო - Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნული ლიგის ყველა ფეხბურთელმა კორონავირუსზე ტესტი ჩააბარა

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ის „დინამოს“ აშკარა უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველი ტაიმის მე-17 წუთზე ანგარიში გახსნა გიორგი კუციამ, რომელმაც საჯარიმოდან იდეალურად გაიტანა. შესვენების შემდეგ თორნიკე კაპანაძის (50-ე წუთზე) და ირაკლი ბუღრიძის (54-ე წუთზე) ზუსტი დარტყმების შედეგად „დინამოელებმა“ უპირატესობა კიდევ უფრო განავითარეს. შეხვედრის დარჩენილი 35 წუთი ფაქტობრივად ფორმალობად იქცა.

დღესვე, 21:00 საათზე დაიწყო საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე ტურის კიდევ ერთი მატჩი - ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ მასპინძლობს.

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი-2020 მარტის დასაწყისში კორონავირუსის ეპიდემიის გამო შეჩერდა. ეროვნულ ლიგაში მოასწრეს ორი ტურის ჩატარება, რომლის შემდეგ სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა თბილისის „ლოკომოტივი“, რომელმაც ორი გამარჯვება მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0