მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ისრაელმა უცხოელებისთვის საზღვრების გახსნა გადადო: ცნობილია ვადები

© AP Photo / Sebastian Scheinerბენიამინ ნეთანიაჰუს ნიღბიანი გამოსახულება პლაკატზე
ბენიამინ ნეთანიაჰუს ნიღბიანი გამოსახულება პლაკატზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე ისრაელის ელჩი საქართველოში იმედოვნებდა, რომ მისი ქვეყანა საზღვრებს ივლისის დასაწყისში გახსნიდა.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ისრაელმა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა შეზღუდვა ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოეთის მოქალაქეების შესვლასთან დაკავშირებით, შესაბამისი შეტყობინებები უკვე დაეგზავნათ უცხოურ ავიაკომპანიებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Ynet. 

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
ისრაელის ელჩი: ვიმედოვნებთ, რომ ივლისის დასაწყისში მაინც გავხსნით საზღვრებს
„ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრს, რომელიც არ არის ისრაელის მოქალაქე ან მუდმივად მცხოვრები, ეკრძალება ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლა — სატრანზიტო რეისების ჩათვლით, გარდა იმ მგზავრებისა, რომლებსაც ისრაელის მოსახლეობისა და იმიგრაციის საქმეთა სამმართველოს სპეციალური ნებართვა აქვთ“, — ნათქვამია ავიაკომპანიებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში.

აღსანიშნავია, რომ ისრაელმა, კორონავირუსული პანდემიის გამო, უცხოელების ქვეყანაში შეშვება მარტის შუა რიცხვებიდან აკრძალა.

ყველა ახალი ამბავი
0