ისრაელის ელჩი: ვიმედოვნებთ, რომ ივლისის დასაწყისში მაინც გავხსნით საზღვრებს

© photo: Sputnik / Igor Nosov / გადასვლა მედიაბანკშიიერუსალიმი
იერუსალიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისრაელი და საქართველო პირდაპირი ავიარეისებისა და ტურისტული კავშირების აღდგენის საკითხებზე კონსულტაციებს განაგრძობენ.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებები პირდაპირი რეისების აღდგენის თაობაზე შეიძლება ცოტა გაჭიანურდეს, განაცხადა ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ქართულ სააგენტო BMG-სთან (Business Media Georgia) ინტერვიუში.

„გეგმა იყო, რომ 1 ივლისიდან გახსნილიყო საზღვრები კომერციული ფრენებისთვის. თუმცა, მანამდე გვინდოდა რამდენიმე საპილოტე ტესტი ჩაგვეტარებინა – ჩამოგვეყვანა რამდენიმე ჯგუფი და გვენახა, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი აეროპორტში, სასტუმროებში... ჩვენ ამას ივნისის შუა რიცხვებში ვგეგმავდით. მაგრამ ისრაელში ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო [კორონავირუსის ახალი აფეთქება – რედ.] ჩვენ ამ საპილოტე ტესტს ორი კვირით გადავდებთ, თუმცა ჯერ კიდევ ვიმედოვნებთ, რომ გავხსნით საზღვრებს ივლისის პირველ რიცხვებში“, – განაცხადა გიდორმა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, პერიოდულად ტარდება ვიდეოკონფერენციები საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის სამინისტროების, სამოქალაქო ავიაციისა და აეროპორტების მართვის წამყვან სპეციალისტებთან. საკითხზე ორივე მხარეს დაახლოებით 25 ადამიანი მუშაობს.

ტურისტები აბანოთუბანში - Sputnik საქართველო
ჩაიშლება თუ არა საქართველოში ტურიზმთან დაკავშირებული გეგმები

გიდორმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ავიარეისებისა და ტურისტული კავშირების განახლების გადატანა მხოლოდ ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდამ გამოიწვია.

მისი თქმით, ამჟამად ისრაელში საშუალოდ 15 ათასი PCR–ტესტი ტარდება, რაც ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი ტესტი ჩატარდება, დაავადების მით უფრო მეტი შემთხვევა გამოვლინდება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს 11 ივნისის მონაცემებით, ქვეყანაში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 18 461 შემთხვევა, გარდაიცვალა 300 პაციენტი. ბოლო 24 საათში დაავადების 106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ტურისტული მიმოსვლის განახლების თარიღი გადავადდა, რაც ისრაელში ეპიდემიური ვითარების გაუარესებას უკავშირდება.

ყველა ახალი ამბავი
0