ძილის ნაკლებობა უარყოფითად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე, მეხსიერებაზე, ამძაფრებს დაღლილობის შეგრძნებას, აქვეითებს იმუნურ სისტემას.
უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს ფიზიკური და ემოციური დაძაბულობა, ხმაური, სინათლე, სიცხე, სიცივე, გადაღლა, ძილის წინ მობილური ტელეფონის გამოყენება, ტელევიზორთან დიდი დროის გატარება და სხვა.
ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ძილის რეჟიმს და იმ ფაქტორებს, რაც ხელს გვიშლის მშვიდად დაძინებაში.
თუ უძილობას ებრძვით, გასწავლით რამდენიმე ხერს, რომლებიც დაგეხმარებათ უძილობის დაძლევაში.
გაითვალისწინეთ, რომ ზრდასრულ ადამიანს დღეში 7-8 საათი უნდა ეძინოს. თუმცა, თუ თქვენ 8 სთ-ის განმავლობაში გიწევთ საწოლში წოლა, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ სრულად 8 საათი გძინავთ.
ძილისთვის მნიშვნელოვანია მშვიდი და წყნარი გარემო. ზედმეტი ხმაური ყოველთვის შეგიშლით ხელს დაძინებაში. ზედმეტ ხმაურში იგულისხმება ტელევიზორის ხმა, ძილის წინ სოციალურ ქსელში ყოფნა და ა.შ. ყველა მოწყობილობასთან კონკატქი უნდა შეწყვიტოთ დაძინებამდე ერთი საათით ადრე, რომ მშვიდად დაიძინოთ.
არავითარ შემთხვევაში არ მიირთვათ ძილის წინ საკვები. ნაჭამ მდგომარეობაში დაძინება ხელს უშლის ორგანიზმს გამოძინებაში, რაც შემდეგ შებერილობით, გულისრევით და სიმძიმის შეგრძნებით გამოიხატება.
უარი თქვით დღის ძილზე. თუ ადამიანი დღის ძილის დროს გადადის ღრმა ძილის ფაზაში, შეუძლია იძინოს საკმაოდ დიდხანს, გაღვიძების შემდეგ კი თავს გრძნობს უხასიათოდ, შესაძლოა ქონდეს თავის ტკივილი და მოთენთილობის შეგრძნება. ამ შემთხვევაში, ადამიანს საკმაოდ უჭირს ღამე დაძინება.
ეცადეთ დაიძინოთ ერთსა და იმავე დროს. დარწმუნდით, რომ თქვენი საწოლი, ბალიში არის კომფორტული, რაც მშვიდ დაძინებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა ღიმილი მოგგვაროთ, მაგრამ მაინც გირჩევთ, დაძინების წინ მიეჩვიეთ ბალიშის და საბნის გაფუებას.
ძილის წინ არ მიიღოთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, მაგ. ყავა, ჩაი, შოკოლადი და ა.შ. ძილის წინ მიღებულმა კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოუსვენარი ძილი, ნერვიულობა, გაღიზიანება.
ძილის წინ წაიკითხეთ წიგნი, ან მოუსმინეთ წყნარ მუსიკას. ეს შეგიქმნით სასაიმოვნო, მშვიდ განწყობას და დაძინებაში დაგეხმარებათ.
იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, შეეცადეთ დილით ადგეთ ადრეთ, დაკავდეთ გამაჯანსაღებელი, მსუბუქი ვარჯიშით, რაც თქვენი ჯანმრთელობის და მშვიდი ძილის გარანტია.
და, რაც მთავარია, როდესაც ბევრს არ ფიქრობთ ძილზე, სწორედ მაშინ შეძლებთ მალე დაძინებას!