Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

მოსალოდნელია ფსიქიკური ჯანმრთელობის გლობალური კრიზისი: გაერო მთავრობებს აფრთხილებს

© Pixabay / Pixabayგაეროს დროშა
გაეროს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს ექსპერტები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, ყურადღება გაამახვილონ პრობლემაზე და ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შექმნან „საგანგებო ფსიქოლოგიური სამსახურები“.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. მსოფლიოს ფსიქიკური დაავადებების კრიზისი უახლოვდება, რასაც COVID-19-ით სიკვდილის შიში, იძულებითი იზოლაცია და საარსებო სახსრების უკმარისობა გამოიწვევს, ნათქვამია გაეროს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების მოხსენებაში

აღნიშნულთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეშიც. 

​„იზოლაცია, შიში, გაურკვევლობა, ეკონომიკური რყევები — ყოველივე ეს ფსიქოლოგიურ სტრესებს იწვევს“, — მიაჩნია ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს დევორა კასტელს.

მოხსენების ავტორების აზრით, ფსიქიკური აშლილობებისადმი მოწყვლადები ასევე არიან ექიმები, რომლებსაც გამუდმებით აქვთ შეხება მომაკვდავებთან, და ბავშვები, რომლებიც იზოლირებული არიან მეგობრებისგან. 

მაგალითად, გასულ კვირაში აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მომუშავე ექიმები უწყვეტი დაძაბულობის გამო განიცდიან პანიკას, არიან გაღიზიანებული, აქვთ უძილობა და ესიზმრებათ კოშმარები.  

სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი ფსიქიკურ გართულებებს იწვევს: სამეცნიერო კვლევა

გარდა ამისა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ფსიქიკური აშლილობების მატება ოჯახური ძალადობის ფაქტებსაც უკავშირდება.

სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება იმით, რომ ამ დროისათვის არავინ იცის, როდის დასრულდება პანდემია და ეს ფაქტი, ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, მილიონობით ადამიანში იწვევს შფოთვისა და პანიკის დონის ზრდას.

გაეროს ექსპერტები მოუწოდებენ ქვეყნების მთავრობებს, ყურადღება გაამახვილონ პრობლემაზე და ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად შექმნან „საგანგებო ფსიქოლოგიური სამსახურები“, მათ შორის, დისტანციურიც.

ყველა ახალი ამბავი
0