Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კორონავირუსი ფსიქიკურ გართულებებს იწვევს: სამეცნიერო კვლევა

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშისამეცნიერო ლაბორატორია
სამეცნიერო ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გრიპის პანდემიებისა და სხვა ვირუსული დაავადებების აფეთქებისას გართულებები ზოგჯერ მწვავე რესპირატორული სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე კვირაში იჩენდა თავს, ზოგჯერ კი ათობით წლის შემდეგ.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კორონავირუსი შესაძლოა ფსიქონევროლოგიური დაავადებების მიზეზი გახდეს მთელ მსოფლიოში, აცხადებენ კალიფორნიელი მეცნიერები.

„ახალმა კორონავირუსმა და ვირუს-მატარებლის იმუნოლოგიურმა პასუხმა შესაძლოა უშუალო გავლენა მოახდინოს ადამიანის ტვინსა და ქცევაზე“, — წერენ სწავლულები ნაშრომში, რომელსაც აქვეყნებს გამოცემა Science Direct.

მეცნიერების თქმით, COVID-19-ის პანდემიის ნეიროფსიქიატრიული „ტვირთი“ ამ დროისათვის უცნობია, თუმცა, მათი ვარაუდით, ის საკმაოდ მძიმე იქნება. 

მკვლევარებმა პანდემიასთან დაკავშირებული უამრავი მასალა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ გრიპის პანდემიებისა და სხვა ვირუსული დაავადებების აფეთქებისას მსგავსი გართულებები ზოგჯერ მწვავე რესპირატორული სიმპტომების გამოვლენიდან რამდენიმე კვირაში იჩენდა თავს, ზოგჯერ კი ათობით წლის შემდეგაც კი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ასაკოვან ადამიანებს უცბად ემართებოდათ შიზოფრენია.

კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო
ახალი თვისებების გამო: მეცნიერები COVID-19-სთვის სახელის შეცვლას მოითხოვენ

მეცნიერებს მაგალითად მოჰყავთ ე.წ. „ისპანკის“ პანდემია, რომლის აფეთქების შემდეგაც ლეთარგიული ენცეფალიტის შემთხვევები გაიზარდა. ხოლო ატიპური პნევმონიისა და ღორის გრიპის ეპიდემიებს მოჰყვა როგორც ენცეფალიტის, ისე ნარკოლეპსიის, გიიენ-ბარეს სინდრომისა და სხვა ნერვულ-კუნთოვანი დაავადებების ზრდა.

რა ნერვულ-ფსიქოლოგიური გართულებები შეიძლება მოჰყვეს SARS-CoV-2-ის ინფექციას, ამ დროისათვის ცნობილი არ არის და მეცნიერებს ისღა რჩებათ, დაკვირვება აწარმოონ მასზე მომდევნო თვეებისა თუ წლების განმავლობაში.

როგორ მოქმედებს თავის ტვინზე ადამიანის ხანგრძლივი იზოლაცია: საინტერესო კვლევა>>

თუმცა, ცნობები იმის შესახებ, რომ კორონავირუსული ინფექცია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, უკვე არსებობს. მეცნიერების თქმით, ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს დეპრესიისა თუ შფოთვიანობის დონის ზრდით, ჰალუცინაციებით, ილუზიებით, ბოდვითა და აღქმის სხვა სახის დარღვევებით.

მკვლევარების განმარტებით, ბიოსამედიცინო საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რაოდენ აუცილებელია პაციენტებში ნეიროფსიქიატრიული სიმპტომების მონიტორინგი — მუცლადყოფნის დროსაც კი, რათა სრულად შეფასდეს და შემდგომში შესაძლებელი გახდეს ვირუსის გავლენის შერბილება ადამიანის ტვინსა და ქცევაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0