პირბადე, დეზინფექტორი, თერმოსკრინინგი – კიდევ რა მოთხოვნები დაწესდება საარჩევნოდ

გამოწერა
ცესკო საჭიროების შემთხვევაში მზად არის უზრუნველყოს პირბადეებით ყველა ამომრჩეველი და უბნებზე დეზინფექციის ჩატარება განახორციელოს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პაკეტის პროექტი და პანდემიის პირობებში არჩევნების უსაფრთხოდ გამართვის პირობები განიხილეს.

პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც ესწრებოდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

ცესკო - Sputnik საქართველო
არჩევნებზე პირბადეებით: ცესკო-მ პირველი გადაწყვეტილება მიიღო

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ასევე იყვნენ საელჩოების, საგარეო საქმეთა, ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროების, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. წინასწარი მონაცემებით, ამ პერიოდში საქართველოში არ არის გამორიცხული კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღა და, სავარაუდოდ, დახურულ სივრცეში პირბადის სავალდებულო ტარების შესახებ წესი იმოქმედებს.

საარჩევნო უბნებზე უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ – შესასვლელში დამონტაჟდება დეზინფექტორები, ამომრჩეველს კი თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. კომისიის წევრებმა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, სიებთან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები.

ეს გადაწყვეტილებები პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. ამჟამად პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ უბნებზე უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც კენჭისყრის გამჭვირვალე პროცესს არ შეაფერხებს, ხოლო ამომრჩევლებსა და კომისიის წევრებს ინფიცირებისგან დაიცავს.

არჩევნების გამართვის შესახებ საბოლოოო პირობები და რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური