სასამართლომ სომხეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერს პატიმრობა არ შეუფარდა

© photo: Sputnik / Aram Nersesyanგაგიკ ცარუკიანის ადვოკატი ერემ სარქისიანი
გაგიკ ცარუკიანის ადვოკატი ერემ სარქისიანი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლო პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის მიმართ აღკვეთის ზომის შერჩევის საკითხს იხილავდა

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ერევანში საერთო იურისდიქციის სასამართლომ კვირას გამართულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ შეუფარდა პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, ბიზნესმენ გაგიკ ცარუკიანს, იუწყება Sputnik-სომხეთი.

ჟურნალისტებთან საუბრისას გაგიკ ცარუკიანის ადვოკატმა ერემ სარქისიანმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს მაინც შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება - დადგენილებაში გამოყენებული ფორმულირებების გამო.

„მოხარული ვართ, რომ სასამართლომ შეძლო და პოლიტიკურ პროცესებზე უფრო მაღლა დადგა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ახლახან გავეცანით“, - აღნიშნა სარქისიანმა.

მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ საქმე ხვდება მოსამართლეებთან არა ავტომატურად ან შემთხვევითობის პრინციპით, არამედ სასამართლოების თავმჯდომარეები ცდილობენ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელი მოსამართლეები შეარჩიონ. მიუხედავად ამისა, აღნიშნა მან, მოსამართლე რობერტ პაპოიანმა შეძლო ამ სისტემაზე უარის თქმა.

მედიკოსი - Sputnik საქართველო
სომხეთში რუსეთიდან ექიმებს ელოდებიან

აღსანიშნავია, რომ ცარუკიანი დროებით რჩება თავისუფალი, მაგრამ მის წინააღმდეგ საქმე დახურული არ არის. აღკვეთის ახალ ღონისძიებაზე ადვოკატს არ უსაუბრია.

 „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი სამ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. პირველი საქმის მასალებით, ცარუკიანის უკანონო საქმიანობის შედეგად სათამაშო ბიზნესის სფეროში სახელმწიფო ბიუჯეტს 60 მილიონ დოლარამდე დააკლდა.

მეორე კეისი 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს პარტიის მიერ მოსყიდვის ფაქტებს უკავშირდება. უსაფრთხოების სამსახურის ვერსიით, საუბარია ასობით მილიონ დრამზე.

მეორე სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, ცარუკიანთან დაკავშირებულმა კომპანია, უკანონოდ მიითვისა მიწის ნაკვეთები. სახელმწიფოს ზარალმა 342 მილიონი დრამი შეადგინა. თავად ცარუკიანი ხელისუფლების ქმედებებს პოლიტიკურ დევნად აფასებს.

ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
ფაშინიანი სომხური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტში დაბრკოლებებს ვერ ხედავს

სომხეთის ეროვნულ კრებაში „აყვავებულ სომხეთს“ მმართველი ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ შემდეგ რაოდენობით მეორე ფრაქცია აქვს. 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ცარუკიანის პარტია პროტესტების მაშინდელ ლიდერის, ნიკოლ პაშინიანის მხარეს დადგა და პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თუმცა იმავე წლის დეკემბერში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „აყვავებულმა სომხეთმა“ თავი ოპოზიციურად გამოაცხადა.

16 ივნისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცარუკიანისთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის მოხსნას და მის დაპატიმრებას. სასამართლომ პარტიის ლიდერის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების განხილვას 17 ივნისს შეუდგა, თუმცა სხდომა 21 ივნისისთვის გადადო.

ყველა ახალი ამბავი
0