ფაშინიანი სომხური ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტში დაბრკოლებებს ვერ ხედავს

© photo : official site of the MTCIT of RA"ზემო ლარსი"
ზემო ლარსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–სომხეთის საზღვრიდან 30 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსამდე“ (საქართველო–რუსეთის საზღვარი) მივა, შემდეგ კი „მწვანე დერეფნით“ გადაკვეთს საზღვარს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სომხეთს მუდმივი კავშირი აქვს რუს და ქართველ კოლეგებთან, ამიტომ სომხური სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის მიწოდების პრობლემა რუსეთის ბაზარზე არ არის, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

„საბაჟო პროცედურები იმგვარად არის ორგანიზებული, რომ მიწოდება განხორციელდეს მაქსიმალურად სწრაფად. ასევე მუდმივ კავშირზე ვართ ჩვენს კოლეგებთან რუსეთიდან და საქართველოდან. გვყავს ჩვენი წარმომადგენელი საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსზე“. იმედი მაქვს, რომ ყველაფრის ორგანიზებას მაღალ დონეზე მოვახერხებთ. ამჟამად არანაირი საგანგაშო სიგნალი არ არის“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როდის გაიხსნება „მწვანე დერეფანი“ გადამზიდავებისთვის სომხეთიდან>>

მანამდე რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშემ არამ ტანანიანმა „Sputnik–სომხეთთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სომხური სატვირთო ავტომობილები დაახლოებით ათ დღეში შეძლებენ ე.წ. მწვანე დერეფნით სარგებლობას საქართველო–რუსეთის საზღვრის გადასაკვეთად.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სომხეთი, რუსეთი და საქართველო პოლიტიკურ დონეზე შეთანხმდნენ – უზრუნველყონ „მწვანე დერეფანი“ სატვირთო გადაზიდვებისთვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში.

„სარფის“ საბაჟო  - Sputnik საქართველო
საქართველოს საზღვრებზე მძღოლებს კორონავირუსზე სპეციალურ ვაგონოთახებში გამოიკვლევენ

ტანანიანის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიდი ნაკადის შემთხვევაში სომხური ტვირთები საზღვარს „მწვანე დერეფნის“ გავლით გადაკვეთს. რიგების თავიდან აცილების მიზნით ორგანიზებული იქნება 30 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონის სპეციალური მარშრუტი საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენიდან“ (საქართველო–სომხეთის საზღვარი) საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსამდე“ (საქართველო–რუსეთის საზღვარი), შემდეგ კი ისინი, რიგისა და დამატებითი დაბრკოლებების გარეშე, „მწვანე დერეფნით“ გადაკვეთენ საზღვარს.

ტანანიანმა ექსპორტიორებსა და მძღოლებს მოუწოდა, თან იქონიონ აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც პროდუქტების გადაზიდვისთვის არის საჭირო.

გადამზიდავები სომხეთიდან „ზემო ლარსის“ გავლით ყოველწლიურად მინიმუმ 10 ათას რეისს ასრულებენ ორივე მიმართულებით. ეს გზა ამჟამინდელ რეალობაში ერთადერთია, რომლითაც სომხეთიდან რუსეთში და პირიქით საქონლის გადაზიდვა შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0