როდის გაიხსნება „მწვანე დერეფანი“ გადამზიდავებისთვის სომხეთიდან

© photo: Sputnik / Stringerმრავალკილომეტრიანი რიგი საქართველო–რუსეთის საზღვარზე
მრავალკილომეტრიანი რიგი საქართველო–რუსეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სატვირთო ავტომობილების მძღოლებს მოუწოდებენ, თან იქონიონ ყველა საჭირო დოკუმენტი, რათა საზღვარზე რიგში დგომა აიცილონ თავიდან.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. სომხური სატვირთო ავტომობილები ე.წ. მწვანე დერეფნით სარგებლობას საქართველო–რუსეთის საზღვრის გადასაკვეთად დაახლოებით ათ დღეში შეძლებენ, განაცხადა რუსეთში სომხეთის საელჩოს საბაჟო ატაშემ არამ ტანანიანმა.

მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სომხეთი, რუსეთი და საქართველო პოლიტიკურ დონეზე შეთანხმდნენ – უზრუნველყონ „მწვანე დერეფანი“ სატვირთო გადაზიდვებისთვის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში.

„სომხური სატვირთო ავტომობილები „მწვანე დერეფნით“ სარგებლობას შეძლებენ, როგორც კი ამის აუცილებლობა გაჩნდება. ეს უკვე ათ დღეში იქნება შესაძლებელი“, – აღნიშნა ტანანიანმა „Sputnik–სომხეთთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ დროისთვის დაიწყება სომხური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდება რუსულ ქალაქებში. კერძოდ, საუბარია ხილის ტრანსპორტირებაზე.

„სარფის“ საბაჟო  - Sputnik საქართველო
საქართველოს საზღვრებზე მძღოლებს კორონავირუსზე სპეციალურ ვაგონოთახებში გამოიკვლევენ

ტანანიანის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დიდი ნაკადის შემთხვევაში სომხური ტვირთი საზღვარს „მწვანე დერეფნის“ გავლით გადაკვეთს. რიგების თავიდან აცილების მიზნით ორგანიზებული იქნება 30 სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონის სპეციალური მარშრუტი საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენიდან“ (საქართველო–სომხეთის საზღვარი) საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ზემო ლარსამდე“ (საქართველო–რუსეთის საზღვარი), შემდეგ კი ისინი, რიგისა და დამატებითი დაბრკოლებების გარეშე, „მწვანე დერეფნით“ გადაკვეთენ საზღვარს.

ტანანიანმა ექსპორტიორებსა და მძღოლებს მოუწოდა, თან იქონიონ აუცილებელი დოკუმენტები, რომლებიც პროდუქტების გადაზიდვისთვის არის საჭირო.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება არ მოქმედებს საქონლის გადაზიდვაზე. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ შემცირდა შეკვეთების რაოდენობა. მაგალითად, სასტუმროები არ მუშაობს წინანდელ რეჟიმში, ნაკლები მოთხოვნაა ეგზოტიკურ ხილზე სომხეთიდან.

ტრანსპორტში - Sputnik საქართველო
საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი მუშაობას იწყებს - წესები და მგზავრობის საფასური

სომხეთიდან ხილ-ბოსტნეულის დიდი ექსპორტიორის, კომპანია „სპაიკის“ პროექტების მართვის განყოფილების ხელმძღვანელი კარენ ბაღდასარიანი მიიჩნევს, რომ „მწვანე დერეფნის“ ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია.

ის დარწმუნებულია, რომ დერეფანი ავტომობილებისთვის სომხეთიდან მუდამ ღია უნდა იყოს – სეზონისა და ნაკადის მიუხედავად.

მისი თქმით, მებაჟეები აქამდეც არ უქმნიდნენ არანაირ ბარიერს სომხურ სატვირთოებს. ამიტომ პრობლემა სხვაა. ბაღდასარიანმა აღნიშნა, რომ საჭიროა დერეფნამდე მისვლა, რიგებისა და დაბრკოლებების გადალახვა, რასაც საქართველოში ამინდის პირობები იწვევს.

ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ დერეფანი ნებისმიერ შემთხვევაში დააჩქარებს სომხური სატვირთოების გადასვლას საზღვარზე.

„სრული უფლება აქვთ“ – ფაშინიანი სომეხი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე>>

გადამზიდავები სომხეთიდან „ზემო ლარსის“ გავლით ყოველწლიურად მინიმუმ 10 ათას რეისს ასრულებენ ორივე მიმართულებით. ეს გზა ამჟამინდელ რეალობაში ერთადერთია, რომლითაც სომხეთიდან რუსეთში და პირიქით საქონლის გადაზიდვა შეიძლება.

ყველა ახალი ამბავი
0