როგორ შემოვათრიე სახლში მთელი სამყარო...

© Sputnik / Alexander Imedashviliდახურული ქუჩები თბილისში
დახურული ქუჩები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახლში ჩაკეტილობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. შეგვცვალა ყველა - მეც, შენც და რაც მთავარია ჩვენი სახლებიც.

ერთ დროს სახლში გამოკეტილები იძულებულები გავხდით რომ გარე სამყარო შიგნით შემოგვეთრია რამაც ყველაფერი ერთამნეთში აურია. ახლა კიდევ ყველას ხაზის გავლება გვიჭირს საქმესა და სახლს შორის

აი უკვე ერთი თვეა სახლში ჩაკეტილობის ბოლო დღეებს ვითვლი და ვერაფირთ დამთავრდა, მერამდენე ღამეა კომპიუტერთან ვზივარ იმის იმედით რომ რამე ღირებულს დავწერ მაგრამ არა. ალბათ ისევ ისე დამათენდება თავზე, ისევ არაპროდუქტიულად. აი თითქოს იდეას დავიჭერ, სტატიად უნდა ვაქციო და სადღაც გარბის, მე თვითონაც არ ვიცი სად.

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
ბოლო ზუმი: ანუ წლევანდელი ბოლო ზარი

ზოგადად ძალიან შემცვალა სახლში ჯდომამ, თითქოს უფრო ემოციური გავხდი. ადრე თუ ჩემი შემდეგი დღის მიზანი პროფესიულად განვითარება და წინ წასვლა იყო, ახლა მინდა რომ უბრალოდ ადამიანებს ველაპარაკო, მინდა გარეთ გავიდე და ისევ ისე აქტიურად ვიცხოვრო და იმ ყოველდღიური ემოციებით დავიტვირთო რომელიც ასე ძალიან გვეზიზღებოდა და გვეზარებოდა მაშინ როცა ჩვეულებრივად ვცხოვრობიდით.

მინდა ისევ მეშინოდეს, მინდა მეჩხუბონ, მინდა შემაქონ, მინდა შემაფასონ, მინდა ემოციები გამოხატონ ადამიანებმა ჩემს მიმართ.

მაგრამ არა, დიდი ხანია გარეთ საქმისთვის აღარ გავსულვარ. სხვებს კი არა მეთვითონაც აღარ მინდა ჩემი თავი იმდენი ხანი გავატარე მარტომ ოთხ კედელს შუა. აღარც სარკეში ვიხედები უკვე. საერთოდ დამავიწყდა სარკეების არსებობის შესახებაც. იცით როგორ გამახსენდა მათი არსებობა? აღარც მახსოვდა ადამიანს თუ წვერი ამოსდიოდა, ერთხელ შემთხვევით სარკის წინ ჩავიარე და გული გამისკდა შიგ რომ ჩავიხედე.

ერთი ის მახარებს, რომ მხოლოდ მე არ ამოვვარდნილვარ კალაპოტიდან, ერთიანი სწრაფი დინება უცებ გაჩერდა და მეც სხვა გზა არ მქონდა.

Грузинское застолье онлайн - Sputnik საქართველო
სადღეგრძელოები ონლაინ ანუ როგორ ვცდილობ გადავაგორო „კორონობა“

ბევრი იფიქრებს, რომ საგანგებო მდგომარეობა აღარ არის, გარეთ გასვლა ყველას შეუძლია. ნუ, მართლებიც ხართ, მაგრამ ერთ დროს სახლში გამოკეტილობის გამო, იძულებული ვიყავი ჩემი სამყაროც სახლში შემომეზიდა. უნივერსიტეტი და სწავლა სახლიდან, სავარჯიშო დარბაზი ისედაც დღემდე დახურულია და სახლში ვცილობ ვივარჯიშო, სამსახურისთვისაც დღემდე დისტანციურად ვწერ სტატიებს.

ახლა კიდევ ესე ერთიანად გარეთ გასვლა ძალიან რთულია. თან სახლში ჯდომამ, ცოტა არ იყოს ყველაფერი ერთმანეთში არია. სამსახურიც, მეგობრებიც, ინტერესებიც, სასწავლებელიც, ფაქტიურად მათ შორის ხაზს ვეღარ ვავლებ.

არადა სახლის კარები ჩემთვის ჩამრთველის ფუნქციას ასრულებდა. გავიდოდი გარეთ, გამოვიხურავდი კარებს და მორჩა იქ სხვა ცხოვრება იწყებოდა - საქმე უნდა გამეკეთებინა, თითქოს სხვა არხზე გადავდიოდი. დაღამებულზე უკან შემოვაღებდი კარებს, შემოვიდოდი შიგნით, შევისუნთქავდი საყვარელი, ნაცნობი ოთახის არომატს და იქვე მთავრდებოდა ყოველდღიურობისგან გამოწვეული ყველანაირი ცუდი ემოცია თუ შფოთვა.

 ბიჭი რელსებზე  - Sputnik საქართველო
მესაკუთრე მშობლები, ანუ რატომ დაავიწყდათ ქართველ ახალგაზრდებს სიტყვები: „მე თვითონ“

მეც თქვენსავით უკვე ხაზის გავლება მიჭირს - ვეღარ ვხვდები როდის უნდა დავისვენო, როდის ვისწავლო და როდის ვიმუშაო, რამაც პროდუქტიულობის კრიზისამდე მიმიყვანა. უნივერსიტეტში ჩემი ქულებიც საგრძნობლად შემცირდა და საერთოდ ყველაფერს დაეტყო ეს.

სახლი დასვენება და სიმყუდროვე იყო ჩემთვის. ახლა კიდევ ყველაფერია დასვენების გარდა. კომპიუტერთან ყოველთვის აურზაურია, იქ კონსპექტები, იქ ის წიგნები რომელიც წესით უნივერსიტეტში უნდა მქონდეს...

ყოველ დილით სკოლის ზარივით ისმის Microsoft Teams-ის ხმა რომელიც მატყობინებს რომ ლექციას უნდა დავესწრო, მეც ზანტად წამოვჯდები სახეზე წყალს შევისხამ, პირველი რაც ხელში მომხვდება იმას ჩავიცმევ და ჩავერთვები ლექციის მიმდინარეობაში. მერე ვფიქრობ, რომ ასე არ უნდა ყოფილიყო, ახლა ლამაზად ჩაცმული ჩემი უნივერსიტეტის ლამაზ აუდიტორიაში უნდა ვიჯდე ლექციაზე, მერე კიდე ლექციით მოტივირებული სამსახურში უნდა მივდიოდე.

მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
ის რაც ჯერ არ ვიცით: რას მალავს ინტერნეტის ბნელი მხარე

მერე მახსენდება, რომ უკვე დიდი ხანია არაფერი დამიწერია, ვჯდები კომპიუტერთან და მთელი დღე - დაღამებამდე ვცილობ რაიმე აზრი დავიჭირო და განვავითარო. აი ახლაც თითქოს იდეა მაქვს თავში, უნდა დავამუშაო უნდა გავავრცელო თუმცა მე ისევ იმაზე მეფიქრება, რომ უკვე ერთი თვეა სახლში ჩაკეტილობის ბოლო დღეებს ვითვლი. ამ ფონზე კი ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ იზრდება - ალბათ სულ ტყუილადაც ვითვლი, ალბათ კიდევ დიდი ხანი უნდა ვიყო ასე, ვინ იცის...

ყველა ახალი ამბავი
0