მესაკუთრე მშობლები, ანუ რატომ დაავიწყდათ ქართველ ახალგაზრდებს სიტყვები: „მე თვითონ“

© Pixabay / Greyerbaby ბიჭი რელსებზე
 ბიჭი რელსებზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველას უნდა რომ თავისი შვილი ბედნიერად ცხოვრობდეს. რას არ აკეთებენ მშობლები ამის გამო, ისინი კეთლი სურვილებით ერევიან სრულწლოვანი შვილების ცხოვრებაში, თუმცა ხშირად მოძალადეები უფრო გამოდიან ვიდრე მოკეთეები.

„ბებიკო აქითკენ გამოდი, აქით ითამაშე. კედელს დაურტყი ბურთი, რა გინდა სხვა ბავშვებთან“ - ასე დაუგეგმა ბებიამ მთელი თამაში შვილიშვილს. არადა იქნებ ბავშვს სულ სხვა რამე უნდოდა, მაგრამ არავინ არაფერი კითხა. ისეთი შემართებით დარაჯობდა მოხუცი ქალი „ბებიას სიცოცხლეს“, რომ ლამის მის მაგივრადაც ეთამაშა ფეხბურთი თუ შვილიშვილი დაიღლებოდა.

მამაკაცი კომპიუტერთან - Sputnik საქართველო
ის რაც ჯერ არ ვიცით: რას მალავს ინტერნეტის ბნელი მხარე

ერთი შეხედვით ისეთი არაფერი იყო, ბებია შვილიშვილს ასეირნებდა გარეთ... მერე რა რომ, თავად აირჩია როგორ უნდა ეთამაშა პატარას. ბავშვს ხომ ჯერ არ შეუძლია სწორი არჩევნის გაკეთება. ზუსტად ასე მოექცა ქალბატონი თავის შვილსაც, ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ფაკულტეტების სია თვითონ შეუდგინა „დედას სიხარულს“ და იურიდიულზე სულ ძალით ჩააბარებინა. ახლა ბიჭი 25 წლისაა, სწავლა ორი წელია დაამთავრა, მაგრამ დღემდე დედა არჩენს. მთავარია დიპლომი ხომ აიღო.

ეს პატარა ოჯახი მშობლებისა და შვილების ტოქსიკური ურთიერთობის ყველაზე კარგი მაგალითია, რომლის შედეგადაც ახალგაზრდები მარტივად ზარმაცდებიან და სიცოცხლის ბოლომდე სხვებზე ხდებიან დამოკიდებულები.

Кабинет в школе. Пустые парты в классе - Sputnik საქართველო
შვილების აზრი მშობლებისთვის: რატომ არ გვიყვარს სკოლა

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდების 62%-ს კვლავ მშობლები არჩენენ, ხოლო 70% ისევ მშობლებთან ცხოვრობს.

ცდებით თუ ფიქრობთ, რომ ამ ყველაფერში შვილები არიან დამნაშავეები. ჩემს სამეგობრო წრეში ჩატარებული პატარა გამოკვლევით გავარკვიე, რომ შვილების დამოუკიდებელ ცხოვრებასთან შეგუება მშობლებს უფრო უჭირთ ვიდრე ახალგაზრდებს.

მათ რომ კითხო შვილების ბედნიერება ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ არიან მესაკუთრეები და ამიტომ უსრულებენ ყველაფერს შვილებს, ამიტომ აკეთებენ მათ მაგივრად  ყველა საქმეს და ცივ ნიავს არ აკარებენ. მოკლედ რომ ვთქვათ ასეთი მშობლები შვილებს თითის გასანძრევსაც არ უტოვებენ. სინამდვილეში ამით ისინი თავიანთ ეგოიზმს იკმაყოფილებენ, ხოლო რამდენადაა ეს ყველაფერი ბედნიერების მომტანი შვილისთვის ეს ცალკე საკითხია.

ვირტუალური რეალობა - Sputnik საქართველო
ვირტუალური რეალობა თუ რეალური სამყარო: VR ტექნოლოგიების ახალი ეპოქა
„რამდენჯერაც დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილი გამოვთქვი იმდენჯერვე პანიკა ატყდა ოჯახში. მამაჩემისთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ვიმუშაო. არაფერი არ დაგვიკლია შენთვისო, სულ ამას მიმეორებენ. არადა 20 წლის უკვე, რა გავაკეთო თუ არ ვიმუშავე.“ - მიყვება ჩემი მეგობარი.

კანონის მიხედვით კი 18 წლიდან ახალგაზრდებს სრული უფლება და ამასთან ერთად მოვალეობაც აქვთ, რომ იზრუნონ საკუთარ თავზე და პასუხი აგონ საკუთარ ქმედებებზე. ქართველი ახალგაზრდების ნაწილი რომელთა ასაკიც უკვე დიდი ხანია გადასცდა 18-ს, 20-ს და 30-საც კი, დღემდე ვერ ჩამოყალიბდა ზრდასრულ ადამიანად მხოლოდ იმის გამო, რომ თავის დროზე ამის საშუალება არ მისცეს.

ახალგაზრდები ქალაქის ფინზე - Sputnik საქართველო
ქურდული სამყაროს აჩრდილები: რატომ იზიდავთ მოზარდებს კრიმინალური ცხოვრება

მშობლები შვილების ცხოვრებაში თითქოს კეთილი სურვილებით ერევიან, მაგრამ საბოლოოდ მოძალადეები გამოდიან. ასეთ მშობლებს საერთოდ არ სმენიათ უფლებებისა ან პირადი სივრცის შესახებ. ანდა რა პირად სივრცეზეა საუბარი როცა, ასეთი მესაკუთრე მშობლები  ზრდასრულ შვილებისთვის თვითონ ურჩევენ ვარცხნილობას, ჩაცმულობას, მომავალ პროფესიას და თქვენ წარმოიდგინეთ საცოლესაც კი. მოეწონებათ ეს ყველაფერი თუ არა თავიანთ შვილებს ამაზე ნაკლებად ფიქრობენ.

ასეთი მშობლების უმეტესობა შვილების უმუშევრობაშიც ვერ ხედავს პრობლემას და მეტიც, თავს ვალდებულად თვლის რომ სიცოცხლის ბოლომდე არჩინონ ისინიც და მისი ოჯახებიც. რაც უმუშევრობის სტატისტიკაზეც აისახება.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით საქართველოში 20-24 წლამდე ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია და 30,8%-ს შეადგენს. 25-იდან 29 წლამდე ახალგაზრდების 20% არ მუშაობს, ხოლო 30-34 წლამდე ახალგაზრდების 16,2%.

როლური თამაშები - Sputnik საქართველო
ლისზე გაცოცხლებული ფანტაზიები: თუ რაინდად, პრინცესად ან მაგად გადაქცევა გსურთ...

ეკონომიკური დამოუკიდებლობა თავისუფლების საწყისია, ფინანსურად სხვაზე თუ ხარ დამოკიდებული, მორჩა მის გავლენის ქვეშ ხარ. ალბათ ამიტომ არ აძლევენ მშობლები შვილებს მუშაობის საშუალებას.

„მე თვითონ“ -  ეს სიტყვები ქართველი ახალგაზრდების ნაწილს დიდი ხანია დაავიწყდათ. ზემოთ მოყვანილი სტატისტიკა ჯერ კიდევ გვიჩვენებს, რომ დრო ისევ უფროსი თაობის ხელშია, რაც მათ საშუალებას აძლევს გვიკარნახონ რა ვისწავლოთ, რა ჩავიცვათ და როგორ ვიცხოვროთ. ზედმეტი ჩარევა კი უმეტეს შემთხვევაში უკმაყოფილებას წარმოშობს, თუმცა მშობლების გავლენის ქვეშ მყოფი შვილები ხშირად ვერ ბედავენ ხმამაღლა ილაპარაკონ თავისი პრობლემის შესახებ, რაც შემდეგ კომპლექსებში და დეპრესიაში გადაიზრდება ხოლმე.

არასწორად ნუ გამიგებთ, ის რომ მშობელს უნდა იცოდეს რას აკეთებს თავისი შვილი, სულაც არ არის დანაშაული. მეორე მხრივ მშობლების შიში არც ისე უსაფუძვლოა, რადგან მოგეხსენებათ საფრთხე ყველგან შეიძლება იყოს. თუმცა, უკვე სრულწლოვან შვილს არ უნდა სჭირდებოდეს ყოველი გარეთ გასვლისას ახსნა განმარტებების გაკეთება თუ სად მიდის, რადგან ყველას ჭირდება პირადი სივრცე. პირადი სივრცის გარეშე დამოუკიდებლობა არ არსებობს.

საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია - Sputnik საქართველო
პროფესიონალურ სპორტში გადაზრდილი ბავშვური თამაში – რა არის კიბერსპორტი?

დამოუკიდებლობა კი ის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომლის გარეშეც ადამიანებს განვითარება არ შეუძლიათ, ამიტომ მშობლებო თქვენი ეგოიზმის გამო ნუ აუკრძალავთ შვილებს იყვნენ ინდივიდუალურები და აკეთონ ის რაც უყვართ. განვითარებული ახალგაზრდობა ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ასეთ ახალგაზრდების პოტენციალი მესაკუთრე მშობლების ეგოისტურ სურვილებს არ უნდა ეწირებოდეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0