რამდენმა ქართველმა ფერმერმა მიიღო შეღავათიანი საწვავი

© photo: Sputnikაგროტექნიკა
აგროტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილე თითოეული ფერმერი მის საკუთრებაში არსებული მიწის თითოეულ ჰექტარზე 150 ლიტრ საწვავს მიიღებს

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელის“ ფარგლებში დიზელის დაბალ ფასად შესაძენად აგრობარათების მიღება 60 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა შეძლო.

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეღავათიან ფასებში საქართველოს მთავრობამ სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს. სოფლის განვითარების პროგრამა მიმართულია დარეგისტრირებული მიწების მფლობელთა ფერმერული მეურნეობების განვითარებისკენ. სწორედ მიწის რეგისტრაცია გახდება დახმარების განმსაზღვრელი ფაქტორი.

„საქართველოს მასშტაბით, უკვე 60 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა მიიღო 18 000 ტონაზე მეტი დიზელის საწვავის ფასდაკლების ბარათი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ფერმერებმა შეუფერხებლად მიიღონ მომსახურება და მოხდეს საწვავის დროული მიწოდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფასდაკლების ბარათებისა და დიზელის გაცემის პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას სახელმწიფოს და კომპანიის SOCAR-ის მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს“, - განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა ტელეარხ Imedi-ს ეთერში.
ხეხილის ბაღები - Sputnik საქართველო
საქართველოში ფერმერთა დახმარების პროგრამა ამოქმედდა

პროგრამის ფარგლებში, ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერთა ორგანიზებული მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის, ძალაშია დადგენილი წესი, რომლითაც ყველა ფერმერი 1 ივლისამდე შეძლებს გაანაღდოს კუთვნილი საწვავის ფასდაკლების ბარათების 20%, არანაკლებ 100 ლიტრისა. თუ მისაღები დიზელის საწვავის ოდენობა 100 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები შეძლებენ საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად გამოყენებას.

1 ივლისიდან 1 სექტემბრამდე შესაძლებელი იქნება კუთვნილი საწვავის დამატებით 20%-ის განაღდება, არანაკლებ 300 ლიტრისა. თუ კუთვნილი საწვავის ოდენობა 300 ლიტრზე ნაკლებია, ფერმერები საწვავის ფასდაკლების ბარათების სრულად განაღდებას შეძლებენ, ხოლო 1 სექტემბრიდან, მათ ნებისმიერი რაოდენობის დიზელის ფასდაკლების ბარათების გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ.

ყველა ფერმერი, რომელიც 0,25-დან 10 ჰექტრამდე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს ფლობს, აგროტექნიკური სამუშაოებისთვის აუცილებელ საწვავს საბაზრო ღირებულებაზე იაფად შეიძენს. წლიური ლიმიტი იქნება 150 ლიტრი ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

პროგრამის ფარგლებში 1 ლიტრი საწვავის ფასი ავტოგასამართ სადგურებზე 1,16 ლარია. SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებზე 1,5 ათას ლიტრზე მეტი საწვავის შეძენისას კი – 1,07 ლარი.

ხაფანგი აზიური ფაროსანასთვის - Sputnik საქართველო
სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა დაიწყონ

სულ პროგრამით სარგებლობა შეუძლია 200 ათას ფერმერს.

დაიწყო ასევე სპეციალური აგრობარათების დარიგება ფერმერებისთვის, რომლებიც ლეგალურად ფლობენ 0,25-დან 10 ჰექტრამდე დარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს – 200 ლარი ერთ ჰექტარზე. 

ამასთან, აგრობარათებზე დაირიცხება როგორც ფულადი სახსრები, ისე ქულები, რომლებითაც ფერმერები სასუქებისა და მცენარეთა დამცავი პრეპარატების, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებების, თესლისა და ნერგების შეძენას, ასევე აგროტექნიკის მომსახურების საფასურის გადახდას შეძლებენ.

ყველა ახალი ამბავი
0