ხანძარი ვარკეთილში: დაიწყო ზარალის დათვლა

© Sputnik / STRINGERხანძარი ვარკეთილში
ხანძარი ვარკეთილში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებმა სპეციალისტებთან ერთად ორშაბათს გაჩენილი ხანძრისგან მიყენებული ზარალის დათვლა დაიწყეს.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. ვარკეთილის ე.წ. თათრების ბაზრობის მოვაჭრეებს ხუთშაბათს კომერციული ნაგებობის დათვალიერების უფლება მისცეს – მათ ზარალის დათვლა სპეციალისტებთან ერთად დაიწყეს, განაცხადა სამგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა სამხარაძემ.

რატომ არ აზღვევენ ბაზრობებს: მოვაჭრეებს სადაზღვევო კომპანია ზარალს აუნაზღაურებს?>>

სამხარაძემ აღნიშნა, რომ მოვაჭრეები ტერიტორიაზე სპეციალისტებთან ერთად შევლენ. ისინი ექსპერტების თანდასწრებით დააფიქსირებენ ზარალს და დაიწყებენ მის აღწერას.

ტერიტორიაზე შევა მაქსიმუმ 80 ადამიანი. ამ ეტაზე დაითვლება მათი ზარალი. მათ დახმარებას გაუწევენ.

ხანძარი ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
შეუძლიათ ივაჭრონ: ვინ და რაზე დაითანხმა დამწვარი ბაზრობის დაზარალებული მოვაჭრეები

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ადგილზე აღრიცხავენ საქონლის რაოდენობრივ მონაცემებს, რის შემდეგაც ზარალი უფრო ზუსტად იქნება დათვლილი.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ე.წ. თათრების ბაზრობაზე ხანძარი 15 ივნისს, ღამით გაჩნდა. ცეცხლი 4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა. ხანძარს რამდენიმე საათის განმავლობაში 130 მეხანძრე–მაშველი აქრობდა, მობილიზებული იყო 25 სახანძრო მანქანა. ვითარებას ის ართულებდა, რომ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგური მდებარეობს. ხანძრის შედეგად შერეული ბაზრობის გარკვეული ტერიტორია დაიწვა. დილისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებული იყო.

ხელისუფლება მოვაჭრეებს დაჰპირდა, რომ ბაზრობის აღდგენამდე მათ უსაფრთხო ტერიტორიას გამოუყოფს, ასევე რამდენიმე თვით გაათავისუფლებს გადასახადისგან.

ხანძარი ვარკეთილის ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
ხანძარი ვარკეთილში: მოვაჭრეები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

„ბაზრის ადმინისტრაცია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ გამოიყოს ტერიტორია, სადაც სურვილის შემთხვევაში დროებით განაგრძობენ საქმიანობას. ამასთან ჩვენ შევთანხმდით, რომ მოვაჭრეები სამი–ხუთი თვის გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. სადაზღვევო კომპანია ასევე მზად არის ამ ადამიანებს გარკვეული კომპენსაცია გადაუხადოს“, – განაცხადა სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, შესაძლოა, ყველა მოვაჭრე კომპენსაციით კმაყოფილი არ დარჩეს, შესაბამისი ანაზღაურების მისაღებად მათ უნდა დაამტკიცონ, რომ გარკვეული თანხის საქონელი ჰქონდათ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისის მერია მზადაა მოვაჭრეებთან კონსულტაციისთვის და, მერიის კომპეტენციის ფარგლებში, მათი დახმარებისთვისაც.

ყველა ახალი ამბავი
0