საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბაზრის სტაბილიზაციისთვის მორიგი ნაბიჯი გადადგა

© photo: Sputnik / Stringerდოლარისა და ლარის კუპიურები
დოლარისა და ლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე შვიდი აუქციონი გამართა, რომელზეც ჯამში 209 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო აუქციონი გამართა, რომელზეც 20 მლნ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0383 GEL/$1 შეადგინა.

რატომ მერყეობს ლარი: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტება>>

სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით ეროვნულმა ბანკმა სამ თვეში უკვე შვიდი აუქციონი გამართა, რომელზეც ჯამში 209,65 მილიონი დოლარი გაყიდა.

დოლარები - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია: დოლარის მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა

უფრო ადრე ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის სავალუტო ინტერვენციებსა და რეფინანსირების განაკვეთს.

„ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარი არასტაბილურია, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდურობას როგორც უცხოურ, ისე ეროვნულ ვალუტაში“, – აცხადებდა რეგულატორი.

სავალუტო აუქციონების გარდა ეროვნული ბანკი რყევების შესამცირებლად ყოველდღიურ ინტერვენციებს იყენებს. კერძოდ, როდესაც დღის განმავლობაში გაცვლითი კურსის რყევები აჭარბებს წინასწარ განსაზღვრულ ნიშნულს, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით ვაჭრობაში გარკვეული თანხით ჩაერთვება.

ფულადი კუპიურები - Sputnik საქართველო
კორონავირუსი vs ფულადი გზავნილები: საქართველოში ნაკლები ვალუტა შემოვიდა

გარდა ამისა, წელს ეროვნული ბანკი ინტერვენციებისთვის გამოიყენებს ვალუტას, რომელსაც ქვეყანა კრედიტების ან გრანტების სახით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან იღებს.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 ივნისისთვის ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,0404 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0239 ლარით გამყარდა.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0