ადევნება და მუქარა: თბილისში მამაკაცი გოგონას ხუთი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასრულწლოვანი გოგონა მიმდინარე წლის 17 ივნისს სასამართლომ დაზარალებულად ცნო, საქმეზე გამოძიება გრძელდება

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. თბილისში მამაკაცი არასრულწლოვან გოგონას ხუთი თვის განმავლობაში უთვალთვალებდა, მასთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ცდილობდა და ემუქრებოდა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.

ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ადევნების და მუქარის ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო, რომ დაზარალებული  არასრულწლოვანი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა იგი 2020 წლის თებერვლის დასაწყისიდან დღემდე სისტემატურად, პირადად ამყარებდა გოგონასთან არასასურველ კომუნიკაციას, ურეკავდა სხვადასხვა მობილური ტელეფონის ნომრებიდან და სოციალური ქსელების Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა.

Социальная сеть Фейсбук - Sputnik საქართველო
გორში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დააკავეს

ბრალდებული ასევე სისტემატურად უკავშირდებოდა დაზარალებულის ნათესავს და მეგობრებს და მათი მეშვეობით ცდილობდა გოგონასთან კომუნიკაციის დამყარებას.

2020 წლის 13 თებერვალს გოგონამ ბრალდებულისგან Facebook-ის მეშვეობით სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება მიიღო.

7 ივნისს კი ბრალდებული საცხოვრებელ კორპუსთან დახვდა დაზარალებულს და მასთან პირადი კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა, გოგონას შეეშინდა და კორპუსის დაცვის თანამშრომლის დახმარებით დაბრუნდა საცხოვრებელ ბინაში.

17 ივნისს გოგონა დაზარალებულად იქნა ცნობილი. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0