Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ესტონეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადმოსცა

გამოწერა
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ესტონეთის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება, რომლის საჭიროება პანდემიის პირობებში ძალზე მაღალია.

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. ესტონეთის მთავრობამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 1 500 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი გადმოსცა.

საჩუქარი ჯანდაცვის უწყებას ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კაი კაარელსონმა გადასცა.

მედიკოსი დამცავ კოსტიუმში - Sputnik საქართველო
საქართველომ ბულგარეთისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო

„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად ართმევს თავს კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს და მართავს არსებულ სიტუაციას. ამ რთულ დროს ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოხატვა და სწორედ ამიტომ ესტონეთმა საქართველოს გადმოსცა აღნიშნული ჰუმანიტარული დახმარება. ამ დახმარებას აქვს სიმბოლური დატვირთვაც, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული კრიზისთან გამკლავებაში გარკვეულ წვლილს შეიტანს“, – განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ ელჩს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა.

„მნიშვნელოვანი საჩუქარი მივიღეთ ესტონეთის საელჩოსგან. როგორც მოგეხსენებათ, სადეზინფექციო და, ზოგადად, დამცავი საშუალებები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრევენციის საშუალება პანდემიასთან ბრძოლაში. დღეს მივიღეთ 1500 ლიტრი სადეზინფექციო საშუალება ესტონეთის ელჩისგან, დავათვალიერეთ ის მარაგები, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, ვისაუბრეთ და ვიმსჯელეთ მომდევნო პრევენციულ ზომებზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ“, – განაცხადა ბარკალაიამ.

წითელი ჯვრის საზოგადოება - Sputnik საქართველო
თურქეთი საქართველოს COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირებაში ეხმარება

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰუმანიტარული დახმარება შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის აქტიური თანამშრომლობის შედეგად დონორთა კოორდინაციის ჯგუფთან.

ოფიციალური მონაცემებით, 16 ივნისის მდგომარეობით, ესტონეთში კორონავირუსი დაუდგინდა 1 974 ადამიანს, გამოჯანმრთელდა 1 717 პაციენტი, გარდაიცვალა 69.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში ინფიცირების არც ერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ინფიცირებულების საერთო რაოდენობაა 879, აქედან გამოჯანმრთლდა 724, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0