https://sputnik-georgia.com/20200616/26-tebervlis-shemdeg-pirvelad-saqartveloshi-koronavirusis-axali-shemtxvea-ar-dafiqsirebula-248737357.html
26 თებერვლის შემდეგ პირველად: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
26 თებერვლის შემდეგ პირველად: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია. 16.06.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-06-16T12:10+0400
2020-06-16T12:10+0400
2023-08-17T17:59+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24844/02/248440202_0:42:1601:947_1920x0_80_0_0_7fb7e6273d3b33ac06670168104afd83.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24844/02/248440202_0:0:1601:1006_1920x0_80_0_0_c8aa9a8a37bd3a262d0dfd7539dc8c08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო
26 თებერვლის შემდეგ პირველად: საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
12:10 16.06.2020 (განახლებულია: 17:59 17.08.2023) ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.
თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პირველად 26 თებერვლის შემდეგ, როდესაც საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ბოლო 24 საათში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში გუშინდელი დღიდან ინფიცირებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და 879-ს შეადგენს.
ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 724 ადამიანი, გარდაცვლილია – 14, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.