COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 724 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოში COVID-19-სგან ერთ დღე-ღამეში 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 879 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 724 გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 14 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 267 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

ყველა ახალი ამბავი
0