„საქსტატი“ შიდა ტურიზმის შესახებ: რა მიზნით მოგზაურობენ მოქალაქეები ქვეყნის შიგნით

© Sputnik / STRINGERსარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ კვარტალში ქვეყნის მცხოვრებნი მიემგზავრებოდნენ მეგობრებთან და ნათესავებთან, ასევე საყიდლებზე და სამკურნალოდ

თბილისი, 15 ივნისი - Sputnik. შიდა ტურისტების რიცხვი საქართველოში 2020 წლის პირველ კვარტალში 3,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 22 მაისამდე გაგრძელდა, თუმცა შიდა ტურისტული სეზონი მხოლოდ 15 ივნისიდან გაიხსნა.

გიორგი გახარია
 - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმის სფეროს გახსნის

„საქსტატის“ მონაცემებით, იანვრიდან მარტის ჩათვლით საქართველოში საშუალოდ 887,2 ათასმა საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა. განხორციელდა ერთი მილიონი ვიზიტი. აქედან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 430.2 ათასით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8,6%-ით ნაკლებია.

პირველ კვარტალში ყველაზე ხშირად ქვეყნის რეზიდენტი ვიზიტორები მიემგზავრებოდნენ მეგობრებთან და ნათესავებთან, ასევე საყიდლებზე და სამკურნალოდ.

საქართველოში ტურისტი რეზიდენტების ვიზიტების მიზანი - საშუალო თვიური მაჩვენებელი

ვიზიტის მიზანი ვიზიტების რაოდენობა, ათასი წილი ვიზიტების საერთო რაოდენობაში, %
ვიზიტი ნათესავებთან და მეგობრებთან 556,7 53,5
შოპინგი   144,7 13,9
მკურნალობა    104,3 10,0
მეორე სახლის მონახულება (აგარაკი ან სხვ.) 100,3 9,6
პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა 57,3  5,5
დასვენება, გართობა, რეკრეაცია 48,2  4,6
რელიგია/მომლოცველობა 13,9  1,3
განათლება        1,7    0,2
სხვა  12,5  1,2

საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობა პირველ კვარტალში სტუმრობდა თბილისს, იმერეთსა და ქვემო ქართლს.

საქართველოში ადგილობრივი ტურისტების საშუალო თვიურმა ხარჯმა პირველ კვარტალში 127,2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 4,5%-ით აღემატება 2019 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს.

თითო ვიზიტის საშუალო ხარჯი 10,7%-ით გაიზარდა და 122,3 ლარი შეადგინა. ამასთან, მგზავრობისას საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები ყველაზე მეტ თანხას ხარჯავდნენ საყიდლებზე, ტრანსპორტსა და საკვებზე.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების ხარჯი, საშუალო თვიური მაჩვენებელი

ხარჯის სახეობა ხარჯი, მლნ ლარი ხარჯის გადანაწილება, %
საყიდლები      49,0  38,6
ტრანსპორტი 23,9  18,8
საკვები და სასმელი 22,8  17,9
განთავსება 3,9    3,1
გართობა  2,1    1,6
სხვა  25,4 20,0

შიდა ტურისტების 53,9%-ს შეადგენენ ქალები.

 

15 ივნისიდან ვიზიტორებისთვის იხსნება ყველა ბუნებრივი ძეგლი, ნაკრძალი და ეროვნული პარკი. ტურისტებისთვის, რომელთაც ამა თუ იმ დაცული ტერიტორიის მონახულება სურთ, მუშაობას განაახლებენ მომსახურების ცენტრები. დამთვალიერებლებმა უსაფრთხოების ზომები და ზოგიერთი შეზღუდვა უნდა დაიცვან.

ყველა ახალი ამბავი
0