საქართველოში რესტორნები რეკომენდაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს

© Sputnik / Alex Shlamovთბილისში რესტორნები გაიხსნა
თბილისში რესტორნები გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
16 რესტორანზე დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხა უკვე 160 ათასს შეადგენს და ამ ობიექტების მფლობელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან ჯარიმების გაუქმების თხოვნით აქცია გამართეს.

თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექციის მიერ შემოწმებული 26-დან 16 კვების ობიექტი არ შეესაბამებოდა ნორმებს და დაჯარიმდა, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა შრომის ინსპექციის განყოფილების უფროსმა ბექა ფერაძემ.

საქართველოში ყველა რესტორანი იხსნება - ძირითადი მოთხოვნები >>

თითოეული რესტორანი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, რადგან ობიექტები მათთვის შემუშავებულ რეკომენდაციებს არ იცავდნენ და მოქალაქეთა ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებდნენ, აღნიშნა ფერაძემ.

„სოციალური ქსელების მეშვეობით ნახეთ ის კადრები, რომელიც ამა თუ იმ მეწარმე სუბიექტთან კვების ობიექტებზე ფიქსირდებოდა. ეს იყო სტანდარტების და თამაშის წესების დარღვევა, რომელიც ერთობლივად შევიმუშავეთ. სწორედ ამიტომ პარასკევს და შაბათს განხორციელდა ინსპექტირება ასეთი ტიპის ობიექტებზე“, - განაცხადა ფერაძემ.

კაფეების რიგი აღმაშენებლის კვარტალში - Sputnik საქართველო
კაფეები და რესტორნები: უსაფრთხოების წესები

მან განაცხადა, რომ სულ შემოწმდა 26 კომპანია, რომელთაგან 16-მა ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები, 10-მა კი სრულად შეასრულა ყველა რეკომენდაცია. შესაბამისად, თითოეული დამრღვევი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით და ჯარიმების საერთო თანხამ 160 000 ლარი შეადგინა.

ფერაძის თქმით, სანქციების გამოყენება არ არის უწყების ან სახელმწიფოს თვითმიზანი, საწყის ეტაპზე შემოწმება ატარებდა სარეკომენდაციო ხასიათს. რეკომენდაციები მიეცა სულ 11 400 ობიექტს. შემოწმებისას ცხადი გახდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სანქციების გამოყენება.

თითოეულ მეწარმეს მოუწოდებენ დაიცვან ძირითადი წესები, რომლებიც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

დღესვე ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა რესტორნების ასოციაციის წარმომადგენლების საპროტესტო აქცია. მონაწილეები გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას მოითხოვენ.

ყველა ახალი ამბავი
0